რუსული მედიის შეფასებით გაზპრომი სამხრეთ კავკასიაში წარუმატებლობას განიცდის

„გაზპრომმა” მიმდინარე წლის 5 თვეში შარშანდელთან შედარებით 4,8%-ით ნაკლები გაზი მოიპოვა

მიმდინარე წლის ხუთ თვეში „გაზპრომმა” 211,4 მლრ კუბ მ გაზი აწარმოვა, რაც 4,8%-ით (10.6 მლრ კუბ მ) ნაკლებია შარშანდელთან შედარებით.

„გაზპრომი” აღნიშნავს, რომ შარშანდელ დონეზე დარჩა გაზის მიწოდება შიდა ბაზარზე, ჩინეთის მიმართულებით კი გაიზარდა.

მნიშვნელოვნადაა შემცირებული გაზის მიწოდება შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში (იგულისხმება ევროპის ქვეყნები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გამოკლებით). ხუთი თვის განმავლობაში ამ ქვეყნებს 61 მლრ კუბ მ გაზი მიეწოდათ, 27.6%-ით (23.2 მლრ კუბ მ) ნაკლებია ნაკლებია შარშანდელთან შედარებით.

შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოდან გაზი არ მიეწოდება ბულგარეთს და პოლონეთს, მაისში კი გაზი მიწოდება შეუწყდათ აგრეთვე ფინეთს, ნიდერლანდებს და ერთ-ერთ გერმანულ კომპანიას. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით ივნისიდან რუსული გაზის იმპორტიორთა რიგებს დანიაც გამოაკლდა.

Leave a Reply