“ხელმოწერილი ხელშეკრულების შესრულებაზე უარის თქმის გათვალისწინებით, ერთადერთი პასუხი, რისი თქმაც შემიძლია არის – არასოდეს”, – თქვა ვასილევმა კითხვაზე, როდის განაახლებს მთავრობა “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს.
ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2022 წლის ბოლომდე მოქმედი ხელშეკრულება არ შეწყვეტილა და სახელმწიფო კომპანია Bulgargaz რეგულარულად ახსენებს “გაზპრომს” ხელშეკრულების პირობების შესრულების აუცილებლობის შესახებ. ვასილევმა რუს მონოპოლისტს არასანდოობის გამო უსაყვედურა.
“როდესაც ვინმე გათიშავს გაზს, თუნდაც მაშინ, როდესაც კონტრაქტის პირობებს ასრულებ და გზის საფასურსაც იხდი, არ შეიძლება იმის იმედი გქონდეს, რომ როცა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდები, იგივე პირი არ გაგითიშავს გაზს. ჩვენ გვყავს არასანდო პარტნიორი, რომელმაც დაამტკიცა, რომ არასანდოა” – განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა.
ვასილევი ასევე აღშფოთებულია იმით, რომ რუსები იღებენ გადახდებს ევროსა და დოლარში ზოგიერთი ქვეყნისგან, ზოგისგან კი – არა, ეს დამოკიდებულია კონტრაქტის დასრულების მოცულობასა და დროზე.