კიევსა და კიევის ოლქის სხვა დასახლებებში დღეიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ალექსეი კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ელექტროენერგიის შეზღუდულად მიწოდების გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება ის, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს საკმარისად არ შეუმცირებიათ ელექტროენერგიის მოხმარება. „ოლქში შეინიშნება ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა. ამასთან დაკავშირებით რეგიონში 09:20 საათიდან იძულებით დაიწყო დენის დროებით გათიშვა. მივმართავ ყველას, აუცილებელია ელექტროენერგიის ტოტალური დაზოგვა. ეს ყველას ეხება. ...
Read More »