ზელენსკის სიტყვებით, რუსმა სამხედროებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს

„რუსეთი შეგნებულად აყალიბებს საფუძველს უკრაინის სამხრეთში მასშტაბური კატასტროფისთვის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტებმა დანაღმეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი.

ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული ობიექტი. მისი კაშხალი შეიცავს დაახლოებით 18 000 000 კუბურ მეტრ წყალს. თუ რუსი ტერორისტები ააფეთქებენ ამ კაშხალს, 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი აღმოჩნდება წყალდიდობის ზონაში. ასობით ათასი ადამიანი შეიძლება, დაზარალდეს.

ზოგადად, ამ რუსული ტერაქტის დამღუპველი ეკოლოგიური, ჰუმანიტარული და ტექნოგენური შედეგები შეიძლება, შეფასდეს, როგორც ისტორიული კატასტროფა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Leave a Reply