სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 21 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, VI, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), თიანეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ხიზანიშვილის (ნაწილობრივ), ვართაგავას, მიქატაძის, ხერგიანის, ვეკუას, კანდელაკის და საბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, სოლოლაკის ხევის, ლეონიძის, კრწანისის, ვოლსკის, ნადიკვარის (ნაწილობრივ) და კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კოპცოვის, ბუკისციხის, ტატიშვილის, ხარაბაძის, იორის, მესხეთის, გომარეთის, კაკაბეთის, წალენჯიხის, მეტეხის, ისნის, დუტუ მეგრელის, ფერიცვალების, ურბნისის, დედოფლისციხის და შანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, გამრეკელის, ქანთარიას და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ღოღობერიძის, ირემაშვილის, ჭყონდიდელის, ქუთათელაძის, ტრაქტორის, ცისარტყელის და ბენდელიანის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ლითონკონსტრუქციების დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, ვარკეთილის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), შანავას და ემირ ბურჯანაძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით არმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რკინიგზის სახლების, წინამძღვრიშვილის და კარგარეთელის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.