მსოფლიო ბუნდესტაგმა, ენერგოკრიზისის ფონზე, მოსახლეობის მხარდასაჭერად 200 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა

გერმანიის პარლამენტმა, ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების ფონზე, ბიზნესის და მოსახლეობის მხარდასაჭერად, 200 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ მთავრობის გეგმას მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ Spiegel-ი წერს.

ოპოზიციამ მთავრობის პაკეტი გააკრიტიკა იმის გამო, რომ, მათი აზრით, მასში არ არის დაზუსტებული, თუ კონკრეტულად რისთვის იქნება გამოყენებული თანხები.

ეროვნული ეკონომიკისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით 200 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 29 სექტემბერს გააკეთა.

მისი თქმით, ენერგეტიკულ კრიზისთან გასამკლავებლად ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, “მაგრამ ფასები ძალიან მაღალია. ბევრი მოქალაქის, ისევე როგორც კომპანიის წინაშე მძიმე გამოწვევებია, რომლებთანაც გამკლავება რთულია. ფასები უნდა დაიწიოს“.

შოლცის თქმით, გამოყოფილი 200 მილიარდი ევრო “2024 წლამდე სესხების დაფინანსებას მოხმარდება”.

Leave a Reply