უკრაინული მხარის ცნობით, ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40% სერიოზულად არის დაზიანებული

უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40% სერიოზულად არის დაზიანებული, – ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველმა, ალექსანდრ ხარჩენკომ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ბოლო მონაცემებით, საერთო ინფრასტრუქტურის 40% სერიოზულად არის დაზიანებული. გრძელდება სარემონტო სამუშაოები, თუმცა დღეს და ხვალ მოსალოდნელია ენერგომომარაგების შეზღუდვა. ეს იქნება არა მხოლოდ ავარიული, არამედ გეგმური გათიშვაც, რათა ქსელზე დატვირთვა შევამციროთ“, – განაცხადა ხარჩენკომ.

ომის 239-ე დღეს უკრაინა რუსეთის თავდასხმებს იგერიებს. ოკუპანტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ინტენსიურად ბომბავენ, რის გამოც ათობით ქალაქსა და დასახლებულ რაიონს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება.

Leave a Reply