Tag Archives: #ჰიდროელექტროსადგური

“ვერავინ დაასახელებს ვერცერთ ჰიდროსადგურს საქართველოში, სადაც ინვესტორს არ აქვს მიწა”

ნამახვანჰესის პროექტში ერთ-ერთი საკითხია ინვესტორისთვის მიწის გადაცემა. ვერავინ დაასახელებს, ვერცერთ ჰიდროსადგურს საქართველოში, სადაც ინვესტორს არ აქვს მიწა, – ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს „რუსთავი2“-ის ეთერში გააკეთა. „ჩვენს ქვეყანაში ყველა ჰესი კერძოა, ენგურჰესის გარდა. სხვა შემთხვევაში ინვესტორი ან ფლობს ან გრძელვადიანი ხელშეკრულებით არ სარგებლობს მიწით. ზუსტად ასეთია ევროპული პრაქტიკა. არის პროექტები, როცა ჰიდროსადგური უბრუნდება სახელმწიფოს მაგრამ ამ შემთხვევაში ტარიფი უფრო მაღალია“, – აღნიშნა თურნავამ. მისი თქმით, ...

Read More »

გუმათჰესთან პოლიციამ რკინის კედელი აღმართა

გუმათში, გუმათჰესთან პოლიციამ ღამით რკინის ბარიერებით კედელი აღმართა – ამ ადგილას წინა დღეებში ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილეები პოლიციის ცოცხალი ძალის წინ იდგდნენ და მათ თხოვდნენ გადაადგილების უფლების მიცემას. უფლებადამცველი ორგანიზაციები რიონის ხეობაში გადაადგილების შეზღუდვას უფლებების დარღვევად მიიჩნევენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნის, ეკონომიკის მინისტრმა კი 13 აპრილს რიონის ხეობაში გადაადგილების და პროტესტის უფლების შეზღუდვაზე საუბარს “ანგაჟირება” უწოდა. აქციის ...

Read More »

“უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები იმაში, რომ მიღებული გადაწყვეტილებები არის სამართლიანი და პასუხისმგებლიანი”

კომუნიკაციის ნაკლებობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ვინაიდან ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები იმაში, რომ მიღებული გადაწყვეტილებები არის სამართლიანი და პასუხისმგებლიანი, თუმცა კომუნიკაციის პროცესი არაა შემოსაზღვრული ერთი დღით. ჩვენი თანამშრომლები მუდმივად იმყოფებოდნენ რეგიონში, ხვდებოდნენ მოსახლეობას და არაერთი შეხვედრა გაიმართა პარლამენტში, სადაც ყველა ოპონენტს ჰქონდა კითხვის დასმის საშუალება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ...

Read More »

“თუ უარს ვიტყვით ენერგეტიკის განვითარებაზე, იმპორტზე დამოკიდებულება 50%-მდე გაიზრდება”

ჩვენ უფრო მზარდად ვხდებით დამოკიდებული სხვა ქვეყნების ენერგეტიკაზე. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც მუდმივად იბრძვის სუვერენიტეტისთვის და ირგვლივ სხვადასხვა გეოპოლიტიკური ინტერესი იკვეთება, – ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს „რუსთავი2“-ის ეთერში გააკეთა. „რომ გავყვეთ აქტივისტების მოწოდებას, რომ 3-5 წელი შევაჩეროთ ყველაფერი და ვილაპარაკოთ ენერგოპოლიტიკაზე და მერე გადავწყვიტოთ ვაშენებთ თუ არა ჰესებს და ვავითარებთ საკუთარ ენერგეტიკას, ეს ნიშნავს, რომ ახლა თუ 35%-ით ვართ დამოკიდებული იმპორტზე, მერე გავხდებით ...

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

საქართველოს ელექტროენერგეტიკა – იმპორტდამოკიდებულებიდან ექსპორტიორობამდე

დღევანდელ სამყაროში ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იაფ ენერგიაზე წვდომაა. საქართველოს ეს ფუფუნება არ აქვს. ქვეყანა არ ფლობს ნავთობისა და გაზის საბადოებს. შესაბამისად, საწვავით ჩვენი მომარაგება მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. ერთადერთი სექტორი, სადაც შესაძლოა გარღვევა მოხდეს, ეს ელექტროენერგეტიკაა. პანდემიამდელ პერიოდში, საშუალოდ, წლიურად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 5%-ით იზრდებოდა. სამწუხაროა, რომ ამ გამოწვევას ჩვენ ვერ ვხვდებით არათუ გენერაციის ახალი ობიექტების ექსპლუატაციაში ჩაშვებით, არამედ მათი ...

Read More »

“თურნავასთან დიალოგის სივრცე ჩვენ არ გვრჩება, პრემიერის ჩართვას ვითხოვთ”

“ნამახვან ჰესის” პროექტის დირექტორმა მერაბ ლომინაძე “ტვ პირველის” ეთერის საშუალებით რიონის ხეობის მცველებს დიალოგს სთავაზობს. მის ამ განცხადებას გადაცემაში მყოფიო რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი გამოეხმაურა, რომელიც ამბობს: “ჩვენი კითხვების ადრესატი პირველ რიგში არის სამინისტრო, ვგულისხმობ თურნავას უწყებას. ამ განხილვის პრეცენდენტი უნდა შექმნილიყო ქუთაისში, მუნიციპალიტეტის შენობაში, სადაც მათ შორის ამ ხელშეკრულებაზე მომუშავე ხალხიც იყვნენ მოსულები და გადაწყვეტილების მიმღები მინისტრი, ვინც ხელს აწერს ...

Read More »

მერაბ ლომინაძე ვარლამ გოლეთიანს: დავსხდეთ და გავისაუბროთ ყველაფერზე, რაც გაწუხებთ

მან აღნიშნული შეთავაზება გააკეთა რიონის ხეობის მცველ ვარლამ გოლეთიანის მისამართით გააკეთა და მას ასე მიმართა: “მე ნამდვილად მინდა, რომ დავსხდეთ და გავისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც გაწუხებთ. თუ მე ვერ გაგცემ პასუხს, საჯაროდ გპირდები, რომ წავალ და იმ ხალხს მოვიძიებ, ვინც შენ გაგცემს პასუხს. მზად ვარ, რომ ნებისმიერ დროს დავიწყოთ ეს პროცესი. აუცილებელი იქნება იმ ხალხის მოხმობაც, ვინც ჩვენზე უკეთ ერკვევიან ...

Read More »

“უახლოეს დღეებში შევხვდებით ყველას, ვინც დაინტერესებულია წვლილი შეიტანოს „ნამახვანიჰესის“ პროექტის გაუმჯობესებაში”

ვფიქრობთ, უახლოეს დღეებში ფართომასშტაბიან შეხვედრებს გავმართავთ, რომელზეც არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს, ყველას, ვინც დაინტერესებულია და თვლის, რომ დადებითი წვლილი შეუძლია შეიტანოს „ნამახვანი ჰესის“ პროექტის არსებული კვლევების გაუმჯობესებაში ან უბრალოდ გაეცნოს კვლევებს, რომელთაც მათ გადავცემთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ მთავრობის მოთხოვნით, სახელმწიფოს საკმაოდ ვრცელი სია გადასცა და ყველა იმ ...

Read More »

„ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები. „უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით ...

Read More »

„ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა „ენკას“ ოფისთან გადაინაცვლეს

„ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კომპანია „ენკას“ ერთ-ერთ ოფისთან იმყოფებიან. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, მათი მიზანი არ არის დესტრუქციული ქმედებები და აღნიშნა, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანია. აქციის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, კითხვები აქვთ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, რომელსაც პასუხები აუცილებლად უნდა გაეცეს. „თუ აქციის რომელიმე მონაწილე შეეცდება კომპანიის ოფისზე თავდასხმას, ეს ქმედება განხორციელებული იქნება აქციის ორგანიზატორების ნების საწინააღმდეგოდ. თუ ...

Read More »