“თურნავასთან დიალოგის სივრცე ჩვენ არ გვრჩება, პრემიერის ჩართვას ვითხოვთ”

“ნამახვან ჰესის” პროექტის დირექტორმა მერაბ ლომინაძე “ტვ პირველის” ეთერის საშუალებით რიონის ხეობის მცველებს დიალოგს სთავაზობს.

მის ამ განცხადებას გადაცემაში მყოფიო რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი გამოეხმაურა, რომელიც ამბობს:

“ჩვენი კითხვების ადრესატი პირველ რიგში არის სამინისტრო, ვგულისხმობ თურნავას უწყებას. ამ განხილვის პრეცენდენტი უნდა შექმნილიყო ქუთაისში, მუნიციპალიტეტის შენობაში, სადაც მათ შორის ამ ხელშეკრულებაზე მომუშავე ხალხიც იყვნენ მოსულები და გადაწყვეტილების მიმღები მინისტრი, ვინც ხელს აწერს დოკუმენტებს. ასე, რომ ჩვენ კითხვები გვაქვს გადაწყვეტილებების მიმღებებთან და არა კომაპნიის დირექტორთან, რომელიც არ არის ჩვენი კითხვების ადრესატი”, – თქვა მან.

კითხვაზე, შეხვდებიან თუ არა ნათია თურნავას, რომელმაც დიალოგის გაფართოეებული ფორმატი დაანონსა, გოლეთიანი ასე პასუხობს:

“ნათია თურნავამ იმ ეტაპზე, როდესაც საზოგადოების განსაკუთრებული ინეტერესი იყო მიპყრობილი იმ შეხვედრის მიმართ და მიაყენა ათასობით ადამიანს შეურაცხყოფა, ამიტომ მოვითხოვეთ ქუთაისში გამართულ აქციაზე მინისტრის პასუხისმგებლობა და გადადგომა, რადგან მისივე საქციელით შეურაცხოფა მიაყენა საზოგადოებას, შესაბამისად დიალოგის სივრცე ნათია თურნავასთან ჩვენ არ გვრჩება. ჩვენ მივმართეთ ხელისუფლებას, რომ პრემიერი უნდა ჩართულიყო ამ საკითხებში და მასთან უნდა ყოფილიყო შემდეგი განხილვა”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

Leave a Reply