მან აღნიშნული შეთავაზება გააკეთა რიონის ხეობის მცველ ვარლამ გოლეთიანის მისამართით გააკეთა და მას ასე მიმართა:
“მე ნამდვილად მინდა, რომ დავსხდეთ და გავისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც გაწუხებთ. თუ მე ვერ გაგცემ პასუხს, საჯაროდ გპირდები, რომ წავალ და იმ ხალხს მოვიძიებ, ვინც შენ გაგცემს პასუხს. მზად ვარ, რომ ნებისმიერ დროს დავიწყოთ ეს პროცესი. აუცილებელი იქნება იმ ხალხის მოხმობაც, ვინც ჩვენზე უკეთ ერკვევიან და შეძლებენ, რომ ჩვენზე უკეთ შეისწავლონ საკითხი.
რაც შეეხება იმას, რომ კონტრაქტი გავიარო შენთან ერთად, ამისთვის დღეს მზად ვარ. არ მოგატყუებ და გეტყვი, რომ პირველი დღისთვის არ ვიყავი მზად”, – მიმართა ლომინაძემ ვარლამ გოლეთიანს.
გოლეთიანის პასუხია, რომ მათ კითხვები გადაწყვეტილებების მიმღებებთან აქვთ