ნამახვანჰესის პროექტში ერთ-ერთი საკითხია ინვესტორისთვის მიწის გადაცემა. ვერავინ დაასახელებს, ვერცერთ ჰიდროსადგურს საქართველოში, სადაც ინვესტორს არ აქვს მიწა, – ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს „რუსთავი2“-ის ეთერში გააკეთა.
„ჩვენს ქვეყანაში ყველა ჰესი კერძოა, ენგურჰესის გარდა. სხვა შემთხვევაში ინვესტორი ან ფლობს ან გრძელვადიანი ხელშეკრულებით არ სარგებლობს მიწით. ზუსტად ასეთია ევროპული პრაქტიკა. არის პროექტები, როცა ჰიდროსადგური უბრუნდება სახელმწიფოს მაგრამ ამ შემთხვევაში ტარიფი უფრო მაღალია“, – აღნიშნა თურნავამ.
მისი თქმით, ევროპაში ინვესტორისთვის მიწის საკუთრებაში გადაცემის ბევრი პრეცედენტია. „ასეთი პრეცედენტები საქართველოშიც გვაქვს. იგივე „ენერგო პროს“ შემთხვევა რიონის ხეობაში, რომელიც ფლობს სადგურებს. ასაქმებს 7 000 ქართველ მოქალაქეს და არავის არ დაბადებია ეჭვი რომ ეს უცხოელი სადმე წაიღებს ამ მიწას. იგივე ხრამის ხეობაში „ინტერ რაო“ ფლობს ჰესებს“,- განაცხადა თურნავამ. მისი თქმით, ეს ორივე პროექტი წინა ხელისუფლების მმართველობის დროს განხორციელდა.v