Tag Archives: #ევროპა

აშშ ევროკავშირისთვის გათხევადებული გაზის მიწოდებას ზრდის

აშშ აქტიურად ზრდის ევროპაში გათხევადებული გაზის მიწოდებას. ამის შესახებ LPG სააგენტოს Argus-ის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისი თქმით, უკვე 8 აგვისტოს მდგომარეობით, ამერიკული თხევადი გაზის ევროპაში იმპორტი აღემატება მთელი წინა წლის მაჩვენებელს. „ გასულ წელს ეს მაჩვენებელი იყო 3,98 მლნ ტონა, ხოლო 2022 წლის 8 აგვისტოსთვის ამ მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 4 მილიონ ტონას. წლის ბოლომდე ველოდებით 7 მლნ ტონა მიწოდებას,“ – განაცხადა ...

Read More »

ზელენსკი: უკრაინამ და ევროპამ მომავალი ზამთრის ენერგეტიკულ გამოწვევებს ერთობლივად უნდა უპასუხონ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ და ევროპამ ერთობლივად უნდა უპასუხონ მომავალი ზამთრის ენერგეტიკულ გამოწვევებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ განვიხილეთ ენერგეტიკული გამოწვევების საკითხი. მთელი ზამთრის განმავლობაში მრავალი გამოწვევა იქნება. აქ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ერთად. ევროკავშირის ქვეყნებს ასევე აქვთ რთული გამოწვევები. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ ყველანი უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Read More »

ევროკავშირი ენერგოკრიზისისგან მომხმარებელთა დასაცავად $140 მილიარდის მოზიდვას გეგმავს

ევროკავშირი ენერგიის მზარდი ფასებისგან ოჯახებისა და ბიზნესის დასაცავად ენერგეტიკული ფირმებისგან $140 მილიარდზე მეტის მოზიდვას გეგმავს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ევროპაში ენერგიის რეკორდულად გაზრდილი ფასებით ქვეყნები ეკონომიკური რეცესიის, ხოლო მოსახლეობა და კომპანიები მომატებული გადასახადების პრობლემის წინაშე დგანან. ევროპის ცენტრალური ბანკის მთავარი ეკონომისტის განცხადებით, ევროზონაში ენერგიის მაღალი ფასები „ინფლაციის მამოძრავებელ დომინანტურ“ ძალად რჩება. ენერგეტიკულ კრიზისთან გამკლავებას ევროპული მთავრობები სხვადასხვა ზომის მიღებით ცდილობენ, ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

„გაზპრომმა“ გაზის წარმოება და ექსპორტი მკვეთრად შეამცირა

რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ გაზის მოპოვება და ექსპორტი მკვეთრად შეამცირა. გაზპრომმა, კომპანიის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით 300,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი  აწარმოა. რაც 15,9 პროცენტით (56,8 მილიარდი კუბური მეტრით) ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. შიდა ბაზარზე კომპანიის გაზზე გადამცემი სისტემიდან მოთხოვნა ამ პერიოდში 3,3 პროცენტით (5,4 მილიარდი კუბური მეტრით) შემცირდა. დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში ექსპორტმა 84,8 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »

კრისტინ ლაგარდი: მე არ შემიძლია ენერგიის ფასის შემცირება

 BBC-ს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ევროპის ცენტრალური ბანკისგან (ECB) კიდევ მოსალოდნელია განაკვეთის ზრდა, რომელიც ხუთშაბათს 75 პპ–ით 1,25%–მდე ასწიეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ფასების ზრდის ტემპს უკავშირდება, რომელიც ევროპაში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დინამიკურია. ECB-ის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი ვერ აკონტროლებს ენერგიის მაღალ ფასებს. ”მე არ შემიძლია ენერგიის ფასის შემცირება, – თქვა მან. – მე არ შემიძლია დავარწმუნო  მსოფლიოს ...

Read More »

ევროკავშირმა გაზის საცავები 84%-ით შეავსო

ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაზის საცავები უკვე 84%-ით არის სავსე. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში ყოველწლიურ მიმართვაში – „კავშირის მდგომარეობის შესახებ“ განაცხადა. “რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება გაცილებით ძვირია. ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს დამოკიდებულება მთელ ევროპაში. ამიტომ, ჩვენ შევთანხმდით ერთობლივ შენახვაზე. ახლა 84%-ზე ვართ, ჩვენი მიზნის შესრულებას ვახერხებთ,” – თქვა მან. მაგრამ, მისი თქმით, “სამწუხაროდ, ეს საკმარისი ...

Read More »

ლუკაშენკო: არ დავუშვებთ, რომ ევროპის მოსახლეობა გაიყინოს

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ არ დაუშვებს,  ამ ზამთარს ევროპის მოსახლეობა სიცივისგან გაიყინოს. “ევროპის გაყინვას არ დავუშვებთ, ჩვენს ძმებს დავეხმარებით, იქნებ, ისინიც დაგვეხმარონ ოდესმე“, – თქვა ბელორუსის ლიდერმა შეშის ჭრის დროს, რომლის ამსახველი ვიდეო ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეგრამ გვერდზე გავრცელდა. ლუკაშენკოს თქმით, ევროპამ ახლა არ უნდა აირჩიოს – ნაძვები თუ სხვა შეშა, “მთავარია -,სითბო იყოს”. „ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ...

Read More »

Bloomberg: რუსეთის შემოსავლები ნავთობისა და გაზიდან, მინიმუმამდე დაეცა

Bloomberg-ის ცნობით, ნავთობისა და გაზიდან რუსეთის შემოსავლები წლის მინიმუმზეა. გამოცემა წერს, რომ გაზისა და ნავთობის იმპორტიდან, რუსეთის ხაზინამ $11,1 მილიარდით ნაკლები შემოსავალი მიიღო. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, Bloomberg წერს, რომ ნედლეულის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები გასულ თვეზე 13%-ით ნაკლებია, ხოლო წლის მაჩვენებლებს 3,4%-ით ჩამორჩება. ეს აუცილებლად აისახება რუსეთის ბიუჯეტზე. ორშაბათს ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს ხარჯებისა და ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ანგარიში გაავრცელა. ამ მონაცემებიდან გამომდინარეობს, ...

Read More »
საქართველოში იმპორტირებული ბენზინის 71% რეგულარის მარკისაა

ენერგოკრიზისი პორტუგალიაში

პორტუგალიაში, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, უკვე საგრძნობია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული შედეგები. ენერგორესურსებზე მზარდი ფასების გამო უამრავი კომპანია რთული გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. კომპანიები ახლა  პორტუგალიის მთავრობის მიერ შეთავაზებულ დახმარებას ელოდებიან, თუმცა ეს ლოდინი ბევრს უკვე ძალიან ძვირი უჯდება. ენერგორესურსებზე მზარდი ფასები გამო, სხვა სექტორებთან ერთად,  კერამიკის სექტორიც ძლიერ დაზარალდა. ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც პორტუგალიაში ოპერირებს, გაზის გადასახადი თითქმის ...

Read More »

საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ ირანის პოზიცია IAEA-ის გამოძიების მიმართ საფრთხეს უქმნის ბირთვულ მოლაპარაკებებს

საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ 10 სექტემბერს იმედგაცრუება გამოთქვეს ირანის მოთხოვნის გამო, რომ გაეროს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ დახუროს გამოძიება თეირანის წარსული ბირთვული საქმიანობის შესახებ. ამის გარეშე, აცხადებს ირანი, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლება შესაძლებელი ვერ იქნება. საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია თვლიან, რომ ეს საფრთხეს უქმნის მოლაპარაკებებს. ამ თვის დასაწყისში ირანმა თავისი პასუხი გააგზავნა ევროპის კავშირის მიერ შეთავაზებულ ტექსტთან დაკავშირებით. ტექსტი ...

Read More »