ლუკაშენკო: არ დავუშვებთ, რომ ევროპის მოსახლეობა გაიყინოს

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ არ დაუშვებს,  ამ ზამთარს ევროპის მოსახლეობა სიცივისგან გაიყინოს.

“ევროპის გაყინვას არ დავუშვებთ, ჩვენს ძმებს დავეხმარებით, იქნებ, ისინიც დაგვეხმარონ ოდესმე“, – თქვა ბელორუსის ლიდერმა შეშის ჭრის დროს, რომლის ამსახველი ვიდეო ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეგრამ გვერდზე გავრცელდა.

ლუკაშენკოს თქმით, ევროპამ ახლა არ უნდა აირჩიოს – ნაძვები თუ სხვა შეშა, “მთავარია -,სითბო იყოს”.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ გლეხებმა, მუშებმა მიიღონ და არა – მდიდრებმა. მთავარია, რომ  დუდა და მორავეცკი არ გაიყინონ პოლონეთში, ისინი ჩვენი მეზობლები არიან, იქნებ – გონს მოეგონ“, – თქვა ლუკაშენკომ.

Leave a Reply