აშშ აქტიურად ზრდის ევროპაში გათხევადებული გაზის მიწოდებას. ამის შესახებ LPG სააგენტოს Argus-ის ხელმძღვანელმა განაცხადა.
მისი თქმით, უკვე 8 აგვისტოს მდგომარეობით, ამერიკული თხევადი გაზის ევროპაში იმპორტი აღემატება მთელი წინა წლის მაჩვენებელს.
„ გასულ წელს ეს მაჩვენებელი იყო 3,98 მლნ ტონა, ხოლო 2022 წლის 8 აგვისტოსთვის ამ მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 4 მილიონ ტონას. წლის ბოლომდე ველოდებით 7 მლნ ტონა მიწოდებას,“ – განაცხადა მან.
მისივე თქმით, საშუალოთვიურმა მიწოდებამ იანვარ-ივლისში 533 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2021 წელს 332 ათასი ტონა იყო.
„ეს ნიშნავს, რომ ამერიკული გაზი სულ უფრო მეტ წილს იკავებს ევროპის გაზით მომარაგებაში,“ – დასძინა მან.
წყარო: bpn.ge