კრისტინ ლაგარდი: მე არ შემიძლია ენერგიის ფასის შემცირება

 BBC-ს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ევროპის ცენტრალური ბანკისგან (ECB) კიდევ მოსალოდნელია განაკვეთის ზრდა, რომელიც ხუთშაბათს 75 პპ–ით 1,25%–მდე ასწიეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ფასების ზრდის ტემპს უკავშირდება, რომელიც ევროპაში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დინამიკურია.

ECB-ის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი ვერ აკონტროლებს ენერგიის მაღალ ფასებს.

”მე არ შემიძლია ენერგიის ფასის შემცირება, – თქვა მან. – მე არ შემიძლია დავარწმუნო  მსოფლიოს მსხვილი მოთამაშეები გაზის ფასების შემცირებაში. მე არ შემიძლია ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირება. მოხარული ვარ, რომ ევროკომისია განიხილავს ნაბიჯებს ამ მიმართულებით, რადგან მონეტარული პოლიტიკა ვერ ამცირებს ენერგიის ფასებს’’.

ლაგარდის განცხადებით, თუ გაზის ფასები განაგრძობს ზრდას ,,ეს იქნება რეცესიული პროცესი’’.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply