უკრაინის მიწისქვეშა საცავებში (UGS) ბუნებრივი აირის მარაგმა 27 ნოემბრის მდგომარეობით 16,4 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით თითქმის 38,6%-ით ნაკლებია. ამის შესახებ სახელმწიფო კომპანია “Operator of GTS of Ukraine” იუწყება. ერთი კვირის განმავლობაში გაზის მარაგი 3%-ით, ანუ 500 მილიონი კუბური მეტრით შემცირდა. საცავებიდან გაზის გატანადღეში დაახლოებით 60-70 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით ხდება. ამ მომენტისთვის, უკრაინის გაზის საწყობები 52,9%-ით არის შევსებული.
Read More »