ევროპაში გაზის ფასი სავაჭრო დღის განმავლობაში 3.4%-ით დაეცა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები.
დეკემბრის გაზის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 1 089 აშშ დოლარამდე შემცირდა.
თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ევროპის ენერგეტიკული კრიზისი პიკს აღწევს, გასულ წელთან შედარებით ფასები ხუთჯერ გაიზარდა. ბუნებრივი გაზის მარაგები იმდენად დაბალია, რომ ნორმალურზე ცივმა ზამთარმა შესაძლებელია ინდუსტრიისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვის აუცილებლობა დააყენოს. ენერგიის ხარჯის ზრდის უარყოფითი გადადინების ეფექტი, რეგიონის ეკონომიკის ყველა ასპექტზე, საფრთხეს უქმნის სამრეწველო პროცესს და ზამთარში ბუნებრივი გაზის დეფიციტის რისკს აჩენს..