გასული სავაჭრო დღის განმავლობაში, ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი 1,6%-ით დაეცა.
ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში გაზის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ გასული სავაჭრო დღის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 083,7 აშშ დოლარს შეადგინა. მოგვიანებით 1 029,5 აშშ დოლარამდე დაეცა, ხოლო სავაჭრო დღის დასასრულს 1 071.2 აშშ დოლარს მიაღწია.
თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ევროპის ენერგეტიკული კრიზისი პიკს აღწევს, გასულ წელთან შედარებით ფასები ხუთჯერ გაიზარდა. ბუნებრივი გაზის მარაგები იმდენად დაბალია, რომ ნორმალურზე ცივმა ზამთარმა შესაძლებელია ინდუსტრიისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვის აუცილებლობა დააყენოს. ენერგიის ხარჯის ზრდის უარყოფითი გადადინების ეფექტი, რეგიონის ეკონომიკის ყველა ასპექტზე, საფრთხეს უქმნის სამრეწველო პროცესს და ზამთარში ბუნებრივი გაზის დეფიციტის რისკს აჩენს.