საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

წელს საქართველომ $55.3 მილიონის რუსული გაზი იყიდა – იმპორტი გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველომ ბუნებრივი აირის იმპორტში $217.9 მილიონი გადაიხადა – გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით $2 მილიონით ნაკლები.

იმპორტირებული ბუნებრივი აირის მეოთხედი რუსეთზე მოდის. საქსტატის მიერ “ბიზნეს ფორმულასთვის” მოწოდებული მონაცემებით, 2021 წლის 10 თვეში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსული გაზის იმპორტში გადახდილი თანხა 160%-ით, $55.3 მილიონამდე, გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელთან შედარებით, აზერბაიჯანული გაზის იმპორტში გადახდილი თანხა დაახლოებით 20%-ით შემცირდა, $162.6 მილიონამდე.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply