ევროპაში გაზის ღირებულება გასული სავაჭრო დღის განმავლობაში 1,5%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 1 074,9 აშშ დოლარს გადააჭარბა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები.
ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში გაზის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ გასული სავაჭრო დღის გახსნის მომენტისათვის ათას კუბურ მეტრზე 1 121,7 აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში გაზის ფასი ცვალებადი იყო. გაზის მაქსიმალურმა ფასმა დღის განმავლობაში ათას კუბურ მეტრზე 1 169 აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო მინიმალურმა ღირებულებამ 1 059,2 აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო დღის დახურვისას კი გაზის ფიუჩერსების ფასი 1 074,9 აშშ დოლარამდე შემცირდა.