Tag Archives: #ელექტროენერგია

დღეს, თბილისის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, ვაკის, საბურთალოსა და კრწანისის რაიონებში აბონენტების ნაწილს 8 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონებისა (ნაწილობრივ) და პოლიტკოვსკაიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის ...

Read More »
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი სს "სართიჭალა გაზს" რეკომენდაციით მიმართვას

ენერგოომბუდსმენი: ყველა თეთრი, რომელიც აბონენტებმა ზედმეტად გადაიხადეს, უკლებლივ დაბრუნდება მათ ბალანსებზე

„ვინაიდან, ამ ორი კომპანიის („თელასისა“ და „თელმიკოს“) მისამართით, მოსახლეობის მასობრივი პრეტენზია უკვე განმეორებითია, მარეგულირებელ კომპანიასთან ერთად, გადავწყვიტეთ, ჩატარდეს ყოველმხრივი გენერალური შემოწმება. იქნება არა მხოლოდ დოკუმენტების გაცვლა და მათი შესწავლა, არამედ, მთლიანად, ტექნიკური ციკლის შესწავლა“, – აცხადებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი. მისი თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც ზედმეტი თანხის გადახდა მოუწიათ, ეს თანხა ბალანსზე დაუბრუნდებათ. „შესწავლით, დადგინდება, რა რაოდენობის ადამიანური რესურსი და რა მეთოდით იწარმოება ...

Read More »

ნარმანია თელასსა და თელმიკოზე: მასობრივი არასწორი დარიცხვების შემთხვევაში ორმაგად დაჯარიმდებიან

მასობრივი არასწორი დარიცხვების შემთხვევაში “თელასი” და “თელმიკო” ორმაგად დაჯარიმდებიან, – აღნიშნულის შესახებ სემეკის დირექტორმა, დავით ნარმანიამ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ ხსენებული კომპანიები არასწორი დარიცხვების გამო უკვე დაჯარიმდნენ. “თუ არასწორად იქნება დარიცხული, ერთეულ ასეთ შემთხვევაში დარიცხვების კორექტირება მოხდება, ხოლო თუ მასობრივი ხასიათი ექნება არასწორი დარიცხვის შემთხვევებს, გაორმაგებულად დავაჯარიმებთ “თელასს” 100 ათასი ლარით და “თელმიკოს” 150 ათასი ლარით. ...

Read More »
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საკურორტო სეზონისთვის მზადებას განაგრძობს

ენერგო პრო ჯორჯია: ბაკურიანში საბაგიროს გაჩერება კომპანიის მიზეზით არ მომხდარა

„ენერგო-პრო ჯორჯია“- ს ინფორმაციით, ბაკურიანში ერთ-ერთი საბაგიროს გაჩერება კომპანიის მიზეზით არ მომხდარა: „მიტარბი და მიტარბის საბაგიროს მკვებავი ქსელი, შეუფერხებლად მარაგდებოდა ელექტროენერგიით. აღნიშნულ მონაკეთებს ელექტროენერგია მიეწოდება ფიდერიდან „კოხტა გორა“, რომელზეც შეფერხება არ მომხდარა”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა. 6 თებერვალს, დაახლოებით 16 საათისთვის, ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო გაჩერდა, რის ...

Read More »

აბონენტებზე დარიცხული დავალიანებების საკითხზე, სემეკმა „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმება დაიწყო – როდის მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას

იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ხარვეზები ენერგოკომპანიებში, სემეკმა „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმება დაიწყო. მათ მიერ აბონენტებისადმი დარიცხული დავალიანებების შესწავლისთვის, სემეკს 1 თვე აქვს, თუმცა, როგორც კომისიის წარმომადგენელი აცხადებს, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ეცდებიან, საკითხის შესწავლა თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში დაასრულონ. „თუ აღმოჩნდება კონკრეტული, სალიცენზიო პირობების დარღვევები, ეს გადაეცემა კომისიას, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმსჯელებს დაჯარიმებაზე ან რაიმე სანქციაზე. თუ ეს ასე შეფასდება, როგორც ...

Read More »

„თელასი“ აბონენტებს მიმართავს

სს „თელასი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თუ მომხმარებლებს, რომელთაც მრიცხველის ჩვენებასთან, მოხმარებულ კილოვატსაათებთან დაკავშირებით პრეტენზია აქვთ, კომპანია „თელასს“ შესაბამისი განცხადებით მიმართონ. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, განცხადება უმოკლეს ვადებში იქნება განხილული. „იმ შემთხვევაში თუ მონაცემების შესწავლის პროცესში გამოიკვეთა ტექნური მიზეზით გამოწვეული უზუსტობა, აღნიშნული დაუყონებლივ გასწორდება და ინფორმაცია აბონენტს მიეწოდება. მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია: „თელასი“-ს ვებ-გვერდის ონლაინ ჩატის (www.telasi.ge) და facebook-გვერდის პირადი ...

Read More »

აბონენტებზე დარიცხული დავალიანებების საკითხზე, სემეკი „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმებას დღეიდან იწყებს

იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ხარვეზები ენერგოკომპანიებში, სემეკი „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმებას დღეიდან იწყებს. მათ მიერ აბონენტებისადმი დარიცხულ დავალიანებებს სემეკი დღეიდან 1 თვის განმავლობაში შეისწავლის. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში აცხადებენ, რომ მომხმარებლებს ზედმეტად გადახდილი თანხები ბალანსზე უკან დაუბრუნდებათ. ბოლო თვეებში ასობით მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის არაადეკვატურად გაზრდილი გადასახადი მისდის. დეკემბერსა და იანვარში გაზრდილი გადასახადის გამო, სემეკში, უკმაყოფილო მოქალაქეების უამრავი საჩივარია შესული.

Read More »

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 7 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის, ლაღიძის, ჩიტაძის, ზუბალაშვილების, ალექსანდრე ჭავჭავაძის (ნაწილობრივ), ზურაბ ჟვანიას, შევჩენკოს, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ვასო აბაშიძის, ასათიანის, თაბუკაშვილის, ვირსალაძის, ჭანტურიას, ინგოროყვას, არსენას, ვეძინის, ლიხის, მესხის, გიორგი გიგაურის, ჩაბალის, სულიკო ჟღენტისა და ელიზბარ ზედგენიძის ქუჩების მოსახლეობას. ...

Read More »

თამარ ბარკალაია: ელექტროენერგიის სუბსიდიას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს ყველა, ვისი სარეიტინგო ქულაც 150 00 და ნაკლებია

სუბსიდირებას სრულიად საქართველოს მოსახლეობა მიიღებს, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, იმ შემთხვევაში, თუ მათი სარეიტინგო ქულა 150 00 და ნაკლებია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ „ქრონიკასთან“ ისაუბრა. „ელექტროენერგიის სუბსიდია პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა. ოჯახების რაოდენობა, რომელიც დღეს რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მათი ქულა 150 000 და ნაკლებია, ამ ეტაპზე 310 000-ს შეადგენს. ჯამში ამ ოჯახებში 1 000 000-მდე საქართველოს მოქალაქე ...

Read More »

დავით ნარმანია – ყველა ახალ აშენებულ კორპუსსა და სახლში მხოლოდ „ჭკვიანი მრიცხველი“ უნდა დამონტაჟდეს, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ელექტროენერგიის მოხმარება ინტერნეტით აკონტროლოს

სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ყველა ახალ აშენებულ კორპუსში და სახლში უნდა დამონტაჟდეს მხოლოდ „ჭკვიანი მრიცხველი“, რომელიც ავტომატურად, ყოველდღიურ რეჟიმში გადასცემს ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ ინფორმაციას მონაცემთა ბაზას და მომხმარებელსაც ინტერნეტის მეშვეობით ყოველდღიურად შეუძლია აკონტროლოს ელექტროენერგიის მოხმარება, – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დილის პალიტრა“ განაცხადა. რაც შეეხება მანამდე აშენებულ საცხოვრებელ სახლებს და კორპუსებს, დავით ...

Read More »