„ენერგო-პრო ჯორჯია“- ს ინფორმაციით, ბაკურიანში ერთ-ერთი საბაგიროს გაჩერება კომპანიის მიზეზით არ მომხდარა:
„მიტარბი და მიტარბის საბაგიროს მკვებავი ქსელი, შეუფერხებლად მარაგდებოდა ელექტროენერგიით. აღნიშნულ მონაკეთებს ელექტროენერგია მიეწოდება ფიდერიდან „კოხტა გორა“, რომელზეც შეფერხება არ მომხდარა”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა.
6 თებერვალს, დაახლოებით 16 საათისთვის, ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო გაჩერდა, რის გამოც მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო.
მგზავრების ჩამოყვანის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
EnergyNews EnergyNews.ge