აბონენტებზე დარიცხული დავალიანებების საკითხზე, სემეკმა „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმება დაიწყო – როდის მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას

იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ხარვეზები ენერგოკომპანიებში, სემეკმა „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმება დაიწყო. მათ მიერ აბონენტებისადმი დარიცხული დავალიანებების შესწავლისთვის, სემეკს 1 თვე აქვს, თუმცა, როგორც კომისიის წარმომადგენელი აცხადებს, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ეცდებიან, საკითხის შესწავლა თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში დაასრულონ.

„თუ აღმოჩნდება კონკრეტული, სალიცენზიო პირობების დარღვევები, ეს გადაეცემა კომისიას, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმსჯელებს დაჯარიმებაზე ან რაიმე სანქციაზე. თუ ეს ასე შეფასდება, როგორც კომისიამ განაცხადა, ასევე, იმსჯელებს იმ მოქალაქეების ქვითრების გასწორებაზე, რომელთაც შეეხებათ შესწორების ვალდებულება. კონკრეტული დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, თუ ასეთი შეფასება იქნება შემოწმების ჯგუფის მიერ, კომისია იმსჯელებს, მათ შორის, ქვითრების შესწორების შესახებაც“, – განაცხადა სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა და სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელმა ზვიად გაჩეჩილაძემ მედიასთან საუბრისას.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სპეციალური ჯგუფი შპს „თელმიკოს“ ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს ადგილზე შეისწავლის. ჯგუფი შეამოწმებს კომპანიების მიერ 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში მომხმარებლებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და საფასურის დარიცხვის შესაბამისობას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სემეკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან.

სემეკის გადაწყვეტილება განპირობებულია მოქალაქეთა საჩივრებით, რომლებიც შეეხება დეკემბერსა და იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვებს. სემეკის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, „თელმიკოსა

Leave a Reply