დღეს, თბილისის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, ვაკის, საბურთალოსა და კრწანისის რაიონებში აბონენტების ნაწილს 8 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონებისა (ნაწილობრივ) და პოლიტკოვსკაიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

Leave a Reply