Tag Archives: #ევროკავშირი

გაზსადენი TAP-ის მშენებლობა იწყება

ჩრდილოეთ მაკედონია TAP-ს უერთდება

საბერძნეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობები ახალი გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ, რომელიც  ტრანს-ადრიატიკის გაზსადენს (TAP) შეუერთდება. ჩრდილოეთ მაკედონიის მედიის ცნობით, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა, კრეშნიკ ბექტაშმა ათენში ხელი მოაწერა გაზის მილსადენის შესახებ შეთანხმებას. ”ეს არის დიდი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ და ხელს შეუწყობს ბუნებრივი გაზის მარაგების დივერსიფიკაციას,” – აღნიშნა მინისტრმა. საბერძნეთთან გაზსადენის მშენებლობის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიას TAP-ით აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის მიღება შეეძლება. საბერძნეთის ...

Read More »
გარემოს დაბინძურების შედეგად ყოველწლიურად 430 ათასი ევროპელი იღუპება

ევროკავშირში 2035 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვის 55 პროცენტით შემცირება იგეგმება

ოთხშაბათს ევროკომისიაში აპირებენ ახალი საკანონმდებლო პაკეტის წარდგენას, რომელიც მიზნად 2035 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვის 55 პროცენტით შემცირებას ისახავს. გეგმაში ახალი რეგულაციებია გათვალისწინებული, ამის გამო საზღვაო გადაზიდვისა და ავიაციის ინდუსტრიებში უკმაყოფილებას გამოხატავენ. „ისინი, ვინც გარემოს სათბური აირებით აბინძურებს, უნდა იხდიდნენ გადასახადს. ახლა ეს ასე არ არის. ლითონის, ცემენტისა და სხვადასხვა ქიმიკატების ინდუსტრიების 90 პროცენტი ამჟამად დამატებით გადასახადებს არ იხდის“, – აცხადებს Carbon ...

Read More »

გერმანიამ “Nord Stream-2” შეჩერების შესაძლებლობა დაუშვა

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში როდერიხ კიზევეტერმა თანაპარტიელებს მოუწოდა უფრო კრიტიკულად მიუდგნენ Nord Stream 2-ს მორატორიუმის დადგენაზე იფიქრონ, იუწყება ჟურნალი Der Spiegel. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მშენებარე გაზსადენი არის არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პროექტი და მისი გაშვება უნდა იყოს შეჩერებული. საჭიროების შემთხვევაში, მისი მშენებლობის გაგრძელება მოგვიანებით შეიძლება. “Nord Stream 2, პირველ რიგში, გეოპოლიტიკური პროექტია. რუსეთს სურს უკრაინა ბუნებრივი აირის ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

ევროკავშირის ქვეყნები ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე სრული უარის თქმას გეგმავენ

ევროკავშირის ქვეყნები ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე სრული უარის თქმას გეგმავენ. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ნულოვანი ემისიის მქონე ავტომობილები ევროპელებს ამბიციური კლიმატური მიზნების მიღწევაში დაეხმარება. ევროკომისია გეგმავს, რომ რეგულაციების შედეგად 2030 წლისთვის ახალი სატრანსპორტო საშუალების ემისია მიმდინარე წელთან შედარებით 65%-ით, 2035 წლისთვის კი – 100%-ით შემცირდეს. განსაკუთრებული ყურადღება მსუბუქ ავტომობილებს მიექცევა, რომლებზეც ევროკავშირის ტერიტორიაზე ნახშირორჟანგის ემისიების 12% მოდის. ანალიტიკოსების განცხადებით, 2030 წლისთვის დასახული მიზნის ...

Read More »
,,გაზპრომი" 2016 წელს ბუნებრივი აირის წარმოებას გაზრდის

ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ნიდერლანდების უდიდესმა მომწოდებელმა TTF-მა გაზზე ფასი ათას კუბურ მეტრზე  450 დოლარამდე გაზარდა. Financial Times-სთან ინტერვიუში, უკრაინის გაზოპერატორის, GTS-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი მაკოგონმა განაცხადა, რომ ფასების ზარდა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა. მაკოგონმა აღნიშნა, რუსული “გაზპრომი” ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდებას განზრახ აჩერებს. Financial Times-ის ცნობით, “გაზპრომმა” უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, ...

Read More »

აშშ-ს კონგრესის კომიტეტმა დაამტკიცა ცვლილება, რომლიც ხელს შეუშლის Nord Stream 2-ის სანქციების შეჩერებას

აშშ–ს წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა დაამტკიცა ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის Nord Stream 2–ის ოპერატორის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების პოლიტიკაში ხელის შეშლას. აღნიშნულს მოწმობს კენჭისყრის შედეგები. შესწორება შეთავაზებულ იქნა კონგრესის დემოკრატ წევრის – მერსი კაპურის მიერ ოჰაიოდან, შეგახსენებთ, რომ Nord Stream 2 ითვალისწინებს ორი გაზსადენის მშენებლობას რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,02 ევროთი/ლიტრაზე, A-98  მარკის ბენზინი – 0,03 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი – 0,02 ევროთი/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. 28 ივნისის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1.93 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.01  ევროს, დიზელის საწვავი – 1,57 ევროს; პორტუგალიაში  A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,73 ევროს,  A-98 მარკის ...

Read More »
რა ცვლილებები შეეხება სოციალური გაზის ტარიფს

ევროპაში ბუნებრივი აირის ღირებულება რეკორდულად გაიზარდა

გასულ კვირას, ევროპის ქვეყნებში ბუნებრივ აირზე ფასები რეკორდულად გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 400 აშშ დოლარს გადააჭარბა. ICE Futures-ზე 28 ივნისს TTF ინდექსზე ივლისის ფიუჩერსებით ვაჭრობა 398 აშშ დოლარზე დაიხურა, ხოლო მეორე დღეს ვაჭრობა 401 აშშ დოლარით გაიხსნა. გაზის ფასის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ბოლო 13 წლის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ გასული კვირის ბოლოს ევროკავშირის ექსპერტებმა გაზის ფასების რეკორდულ ზრდაში “გაზპრომი” დაადანაშაულეს.

Read More »

პოლონეთში ბუნებრივი აირის ფასი რეკორდულად გაიზარდა

პოლონური ნავთობისა და გაზის უდიდესი კომპანია PGNiG-ის გაზის ფასი 24%-ით ფაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Dziennik Gazeta Prawna იუწყება. გამოცემის ცნობით, ქვეყნის შიგნით ბუნებრივი აირის ფასი 1 ივლისიდან მოიმატებს. პოლონეთის სიდიდით მეორე ენერგეტიკული კომპანიის Tauron-ის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ გაზის ფასებს ისიც გაზრდის. კომპანიებისთვის, რომლებსაც გაზის მომარაგებაზე წლიური კონტრაქტი აქვთ გაფორმებული,  საწვავის ღირებულება წლის ბოლომდე არ გაიზრდება და მხოლოდ შემდეგი წლიდან ...

Read More »
უკრაინას რუსული გაზის მიწოდება შეუწყდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა

გასულ კვირას, ევროპის ქვეყნებში ბუნებრივ აირზე ფასები რეკორდულად გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე  363 აშშ დოლარი შეადგინა. ნავთობისა და გაზის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია ნიდერლანდების TTF-ის ბუნებრივ აირზე. გაზის ფასის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ბოლო სამი წლის განმავლობაში. რაც შეეხება 2021 წელს, იანვრიდან TTF-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საშუალო ფასმა ათას კუბურ მეტრზე 264 აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, რუსეთის გაზის ექსპორტიორი “გაზპრომის” 2021 წლის ფასი საზღვარგარეთ ნედლეულის ექსპორტისათვის საშუალოდ ...

Read More »