გასულ კვირას, ევროპის ქვეყნებში ბუნებრივ აირზე ფასები რეკორდულად გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 363 აშშ დოლარი შეადგინა.
ნავთობისა და გაზის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია ნიდერლანდების TTF-ის ბუნებრივ აირზე.
გაზის ფასის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ბოლო სამი წლის განმავლობაში.
რაც შეეხება 2021 წელს, იანვრიდან TTF-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საშუალო ფასმა ათას კუბურ მეტრზე 264 აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, რუსეთის გაზის ექსპორტიორი “გაზპრომის” 2021 წლის ფასი საზღვარგარეთ ნედლეულის ექსპორტისათვის საშუალოდ $ 170-ს შეადგენს.