SOCAR-ის განმარტებით, კასპიის ზღვაში, 4 ივლისს დაფიქსირებული აფეთქების შედეგად, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) რომელიმე ინდუსტრიული ობიექტი არ დაზიანებულა. “კომპანიის ყველა ოფშორული პლატფორმა და სამრეწველო ობიექტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას”, – ნათქვამია SOCAR-ის განცხადებაში. ამასთან, SOCAR-მა ინციდენტის ადგილას საკუთარი თანამშრომლები გაგზავნა, რათა გამოეკვლიათ ხანძრის გაჩენის მიზეზი. SOCAR-ის განმარტებით, კუნძულ დაშლიზე, რომელიც კასპიის ზღვაში, სოფელ ალატსა და ქალაქ ნეფთალას შორის მდებარეობს, ტალახის ვულკანიდან აირების ბუნებრივი წვა დაფიქსირდა. ცნობისთვის, კასპიის ზღვაში ძლიერი ...
Read More »