Tag Archives: #ენერგობაზარი

ენერგეტიკულ ბირჟაზე სიმულაციური ვაჭრობა იწყება

საქართველოს ენერგეტიკულმა ბირჟამ დაიწყო მზადება ელექტროენერგიის დღიური ბაზრის გაშვებისათვის. ამ მიზნით, 2023 წლის 13 თებერვლიდან დაიწყება სატესტო ვაჭრობა პლატფორმაზე. ენერგეტიკული ბირჟა კომპანიებს შესაბამის ტრენინგზე იწვევს, სადაც მათ გააცნობს დღიურ ბაზარზე ვაჭრობის მარეგულირებელ ძირითად ნორმებს; დღიურ ბაზარზე ფასწარმოქმნისა და  ფასის შეთავაზების პრინციპებს; დღიური ბაზრის პლატფორმას და მომხმარებლის გზამკვლევს; სიმულაციური ვაჭრობისათვის მომზადების ეტაპებს (განცხადების წარმოდგენა, რეგისტრაცია). ენერგეტიკულმა ბირჟამ მოქმედება 31 მარტიდან უნდა ...

Read More »

გლობალურმა ენერგოგიგანტებმა 2022 წელს სუპერმოგება მიიღეს

მსოფლიოს ზოგიერთმა უმსხვილესმა ნავთობისა და გაზის კომპანიებმა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონე ფასების მერყეობის გამო სოლიდური მოგება მიიღეს. ამის შესახებ CNBCიუწყება. ნავთობის მსხვილი კომპანიები Exxon Mobil-ი, Chevron-ი, BP-ი, Shell-ი და TotalEnergies-ი აპირებენ გამოაცხადონ ერთობლივი მოგება, რომელმაც 2022 წელს ანალიტკოსების შეფასებით, ჯამში $190 მილიარდი შეადგინა. მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნავთობკომპანიები „ომის ჭარბი მოგების“ მიღებასა და ამერიკელი მომხმარებლებისთვის გაზის ფასების ...

Read More »

Deloitte ეკონომიის მიზნით ოფისებში ტემპერატურას 2 გრადუსით ამცირებს

საკონსულტაციო და საბუღალტრო ფირმა Deloიtte დიდ ბრიტანეთში ეკონომიისა და ნახშირბადის ემისიის შემცირების მიზნით, ოფისებში 2 გრადუსით ამცირებს ტემპერატურას. კომპანიის განცხადებით მის ოფისებში, ტემპერატურის 2 გრადუსით შემცირება დეკემბერში 75,000 ფუნტის ეკონომიას მოიტანს. Deloitte-მა ბრიტანეთში 23000 თანამშრომელს განუცხადა, რომ მისი ოფისები ახლა 19-დან 22C-მდე გათბება. Financial Times-ის ინფორმაციით, Deloitte-მა  ტემპერატურა შეამცირა ევროპის  სხვა ოფისებშიც. წყარო: gbc.ge

Read More »

“ენგურჰესი” – ხიდი აფხაზეთთან

ენერგო რესურსები, ობიექტები და ზოგადად ენერგეტიკა მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებისა და დაპირისპირებების უმრავლესობების მიზეზს ან მიზანს, ან სულაც საშუალებას წარმოადგენენ. ძალიან ხშირად კი – სამივეს ერთად. ცნობილია, რომ ჰიბრიდული ომის კონცეფციაში, ენერგეტიკა ჩვეულებრივ მეთოდებთან ერთად, ინსტრუმენტალიზებულია და მტრების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღად გამოიყენება. რუსეთის უკრაინაში შეჭრით, კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე ენერგეტიკული რესურსებისა და ობიექტების იარაღად გამოყენების პრაქტიკისა. სამწუხაროდ, აგრესორი ენერგეტიკული შანტაჟის ყველა ...

Read More »

დავით ნარმანია: ბირჟის ამოქმედება ენერგიაზე ფასს გააძვირებდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნა და ბირჟის ამოქმედება გეოპოლიტიკური და საფასო რიკების გამო გადავადდა. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიას განცხადებით, ევროპის ენერგეტიკული კრიზისის და რეგიონში ელექტროენერგიაზე ფასების ზრდის გამო, ბირჟის ამოქმედება ფასების გაძვირებას ნიშნავდა. ამავდროულად, მისივე თქმით, სისტემა ტექნიკურად ბაზრის გახსნისთვის უკვე მზად არის – როგოც ენერგეტიკული ბირჟის, ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემისა და კომერციული ოპერატორის მხრიდან სრული მზადყოფნაა. „მთავრობამ გადაავადა მომავალი წლის მარტამდე ბაზრის ...

Read More »
„თელასმა“ დაბა კოჯრის ელექტრომომარაგების საიმედოობა გააუმჯობესა

სომხეთთან დამაკავშირებელი 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში სომხეთთან დამაკავშირებელი 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „ალავერდი“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ასრულებს. ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ხაზის „ალავერდი“ რეკონსტრუქცია 2017 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ითვალისწინებდა: 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „ალავერდი“ რეკონსტრუქცია – გაორჯაჭვიანებას; ქვესადგურში „გარდაბანი 500“ 220 კვ. ფრთის რეკონსტრუქციას და 220 კვ. უჯრედების მოწყობას ქ/ს „გარდაბნის თბოსადგური 2”-ში და ქვესადგურში „მარნეული 500“. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის ...

Read More »

მომავლის ელექტროენერგიის ბაზრები

სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი სალომე ჯანელიძე ენერგეტიკული ბაზრების ეტაპობრივ ტრანსფორმირებასა და, ამ კუთხით, საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკულ რეფორმაზე საუბრობს. „საქართველოში ელექტროენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. მიმდინარეობს საბითუმო და საცალო ბაზრების გახსნა, ხორციელდება კონკურენციის ხელშემწყობი ღონისძიებები და ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები. ამავდროულად, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საპილოტე პროექტების სახით ხდება ელექტროენერგიის ლოკალური, ინოვაციური ბაზრების გამოცდა. ყველა ამ რეფორმის ცენტრში კი მომხმარებელი ...

Read More »

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციის (Association of Power Exchanges – APEx) წევრი გახდა

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციის (Association of Power Exchanges – APEx) წევრი გახდა. APEx არის საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც შექმნილია ელექტროენერგიის გლობალური კონკურენტუნარიანი ბაზრების ფუნქციონირების პროცესში, იდეების გენერირებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის. APEx-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს მის წევრებს შესთავაზოს ისეთი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მათ შესაძლებლობა ექნებათ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით ხელი შეუწყონ მსოფლიო ენერგეტიკული ბირჟების განვითარებას. ასოციაცია აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე ენერგეტიკული ...

Read More »

რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს EU4Energy პროგრამის შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს EU4Energy პროგრამის შემაჯამებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს EU4Energy პროგრამის შემაჯამებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. „საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ჯამში, ღონისძიებას 8 ქვეყნის ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) მაღალი დონის სამთავრობო დელეგაციa დაესწრო. შეხვედრაზე განხილული ...

Read More »

ლევან დავითაშვილმა დეპუტატებს ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნო

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს ენერგოპროექტების მხარდაჭერის ჩარჩოს გაუმჯობესების ახალი, ფისკალურად მდგრადი მექანიზმები ექნება, რაც ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი პროექტები ლევან დავითაშვილმა დღეს პარლამენტის სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას გააცნო დეპუტატებს. „მიმდინარე გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ენერგოდამოუკიდებლობის და უსაფრთხოების მნიშვნელობა, ამ კუთხით სახელმწიფოს ექნება ენერგოპროექტების მხარდაჭერის ჩარჩოს გაუმჯობესების ახალი, ფისკალურად მდგრადი მექანიზმები, რომელიც, რა თქმა ...

Read More »