გლობალურმა ენერგოგიგანტებმა 2022 წელს სუპერმოგება მიიღეს

მსოფლიოს ზოგიერთმა უმსხვილესმა ნავთობისა და გაზის კომპანიებმა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონე ფასების მერყეობის გამო სოლიდური მოგება მიიღეს. ამის შესახებ CNBCიუწყება.

ნავთობის მსხვილი კომპანიები Exxon Mobil-ი, Chevron-ი, BP-ი, Shell-ი და TotalEnergies-ი აპირებენ გამოაცხადონ ერთობლივი მოგება, რომელმაც 2022 წელს ანალიტკოსების შეფასებით, ჯამში $190 მილიარდი შეადგინა.

მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნავთობკომპანიები „ომის ჭარბი მოგების“ მიღებასა და ამერიკელი მომხმარებლებისთვის გაზის ფასების შემცირებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა.

2022 წლის ივნისში ბაიდენმა თქვა, რომ Exxon Mobil-ი „უფალზე მეტ ფულს” შოულობდა.

Exxon Mobil-ის სპიკერმა ერინ მაკგრატმა განუცხადა CNBC-ს, რომ ენერგიის ფასების ზრდა „ძირითადად მიწოდებასა და მოთხოვნას შორის დისბალანსის შედეგია” . ამასთან, ეს არის კომპანიის ინვესტიციების შედეგი, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდა.

BP-ისა და Shell-ის წარმომადგენლებმა უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე მთელი წლის შედეგების გასაჯაროებამდე, ხოლო Chevron-მა და TotalEnergies-მა არ უპასუხეს ჟურნალისტის მოთხოვნას.

წყარო: europetime.eu

Leave a Reply