Deloitte ეკონომიის მიზნით ოფისებში ტემპერატურას 2 გრადუსით ამცირებს

საკონსულტაციო და საბუღალტრო ფირმა Deloიtte დიდ ბრიტანეთში ეკონომიისა და ნახშირბადის ემისიის შემცირების მიზნით, ოფისებში 2 გრადუსით ამცირებს ტემპერატურას.

კომპანიის განცხადებით მის ოფისებში, ტემპერატურის 2 გრადუსით შემცირება დეკემბერში 75,000 ფუნტის ეკონომიას მოიტანს.

Deloitte-მა ბრიტანეთში 23000 თანამშრომელს განუცხადა, რომ მისი ოფისები ახლა 19-დან 22C-მდე გათბება.

Financial Times-ის ინფორმაციით, Deloitte-მა  ტემპერატურა შეამცირა ევროპის  სხვა ოფისებშიც.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply