Tag Archives: #აირი

ევროკომისია აირებისა და ბირთვულ საინვესტიციო წესებს წარადგენს

ევროკომისია, მომავალი წლის დასაწყისისთვის, გეგმის წარდგენას აანონსებს, რომელიც აირსა და ბირთვულ ენერგიას, ევროკავშირის მწვანე ფინანსური პოლიტიკის ფარგლებში, კლიმატისთვის მეგობრულ ინვესტირებად განიხილავს. განხილვისას გადაწყდება, შეიტანენ თუ არა ბირთვულ და ბუნებრივ აირს ორგანიზაციის „მდგრად ფინანსურ ტაქსონომიაში“ – ერთგვარ ინსტრუქციაში, რომელიც შეზღუდავს კლიმატისთვის ხელსაყრელი ინვესტიციებისთვის სტატუსის მიმნიჭებელ აქტივობებს. წესდების შესახებ წინადადების წარდგენამდე, ევროკომისიამ ის ჯერ წევრ სახელმწიფოებს და ექსპერტ მრჩეველთა ჯგუფს უნდა წარუდგინოს, ...

Read More »
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი სს "სართიჭალა გაზს" რეკომენდაციით მიმართვას

ენერგოომბუდსმენი – „გაზი ყველაზე საშიში ნივთიერებაა, უკოპრომისოა, გვაქვს რისკის ზონები, სადაც კუსტარულად მოწყობილი ქსელები და საშიში დანადგარებია“

“გაზი ყველაზე საშიში ნივთიერებაა, უკოპრომისოა, შეუძლებელია, მასთან მიმართებით არ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებსაც სპეციალისტები გვთავაზობენ”, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვარდიაშვილი ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებულ უბედურ შემთხვევებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ღია წვის დანადგარების გამოყენება დახურულ სივრცეში ყოვლად დაუშვებელია. „გაზის უსაფრთხოების თემა ჩვენი მუდმივი პრიორიტეტია. ამ საკითხზე განსაკუთრებით ცივი სეზონის დადგომამდე და სეოზონის პროცესში ძალიან ...

Read More »
სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

ევროპაში გაზის ფასი 1200 დოლარამდე შემცირდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასმა გუშინდელ სამიზნე ფასთან შედარებით თითქმის 25%-ით დაიკლო. გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 1 200 აშშ დოლარამდე დაეცა. შეგახსენებთ, რომ ენერგოკრიზისის შესამსუბუქებლად აშშ-მ ევროპისთვის თხევადი გაზის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. 21 დეკემბერს ევროპაში გაზის გაცვლითმა ფასმა, ისტორიაში პირველად, ათას კუბურ მეტრზე 2 000 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Read More »

“გაზპრომმა“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი 20%-ით შეამცირა

რუსულმა გაზის ოპერატორმა, “გაზპრომმა” უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი 20%-ით შეამცირა. ინფორმაციას უკრაინის გაზოპერატორის GTS-ის ხელმძღვანელ ხელმძღვანელი სერგეი მაკოგონი ავრცელებს. გაზპრომმა უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის დამატებითი სიმძლავრეების დაჯავშნაზე უარი განაცხადა და  ტრანზიტი უკრაინის გავლით 109 მილიონი კუბური მეტრიდან დღეში 87,7 მლნ კუბურ მეტრამდე შეამცირა. მაკოგონმა აღნიშნა, რომ გაზპრომის მიერ ტრანზიტის შემცირებამ გამოიწვია გაზის რეკორდული გატანა ევროპის საწყობებიდან. ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. Financial Times-ის ცნობით, ...

Read More »

აშშ-დან თხევადი გაზის ტანკერების დაძვრის ფონზე, ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასმა სავაჭრო დღის გახსნისთვის იკლო და ათას კუბურ მეტრზე 1 500 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა. გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 1 478 აშშ დოლარამდე დაეცა. გაზის ფასების მთლიანი კლება დღის დასაწყისიდან უკვე 27%-ზე მეტია. შეგახსენებთ, რომ ენერგოკრიზისის შესამსუბუქებლად აშშ-მ ევროპისთვის თხევადი გაზის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. 21 დეკემბერს ევროპაში გაზის გაცვლითმა ფასმა, ისტორიაში პირველად, ათას კუბურ მეტრზე ...

Read More »

თბილისში, დიდუბეში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, დიდუბეში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კომპანია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. „გაზის გაუმართავი გამათბობლის გამო გამთენიისას 22 წლის გოგო გარდაიცვალა. იყავით ძალიან ფრთხილად. არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები!“ – აცხადებენ კომპანიაში.

Read More »

გლდანში, ღიად დატოვებული გაზქურის გამო, აფეთქება მოხდა

გლდანში, ღიად დატოვებული გაზქურის გამო, აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შემთხვევის დროს ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „გთხოვთ, მაქსიმალურად ყურადღებით იყოთ. არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახისა და მეზობლების სიცოცხლეს“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 1 700 აშშ დოლარამდე შემცირდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი დაახლოებით 15%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 1 700 აშშ დოლარამდე დაეცა. გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში სავაჭრო სესიის გახსნისთვის ათას კუბურ მეტრზე 1 916,2 დოლარი შეადგინა. დღის განმავლობაში ფასი 1 694,2 დოლარამდე დაეცა, შემდეგ კი ოდნავ გაიზარდა – 1 708,2 დოლარამდე. შეგახსენებთ, რომ გუშინ ბუნებრივი აირის ფასმა რეკორდი მოხსნა და ათას კუბურ მეტრზე 2000 აშშ ...

Read More »

2000 აშშ დოლარი – ევროპაში გაზის ფასი რეკორდულ მაქსიმუმზეა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასმა ათას კუბურ მეტრზე 2 000 აშშ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნულს მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები. გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში სავაჭრო სესიის გახსნისთვის ათას კუბურ მეტრზე 2 030 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, შემდეგ დასტაბილურდა და 1 980 აშშ დოლარამდე შემცირდა. ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასმა 1800 დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასები, სავაჭრო დღის დასაწყისში, 5,5%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 800 აშშ დოლარის ნიშნულს გადააჭარბა. გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში სავაჭრო სესიის გახსნისათვის  ათას კუბურ მეტრზე 1 811 აშშ დოლარი შეადგინა. ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს ...

Read More »