ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასმა სავაჭრო დღის გახსნისთვის იკლო და ათას კუბურ მეტრზე 1 500 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა.
გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 1 478 აშშ დოლარამდე დაეცა.
გაზის ფასების მთლიანი კლება დღის დასაწყისიდან უკვე 27%-ზე მეტია.
შეგახსენებთ, რომ ენერგოკრიზისის შესამსუბუქებლად აშშ-მ ევროპისთვის თხევადი გაზის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
21 დეკემბერს ევროპაში გაზის გაცვლითმა ფასმა, ისტორიაში პირველად, ათას კუბურ მეტრზე 2 000 აშშ დოლარს გადააჭარბა.