რუსულმა გაზის ოპერატორმა, “გაზპრომმა” უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი 20%-ით შეამცირა. ინფორმაციას უკრაინის გაზოპერატორის GTS-ის ხელმძღვანელ ხელმძღვანელი სერგეი მაკოგონი ავრცელებს.
გაზპრომმა უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის დამატებითი სიმძლავრეების დაჯავშნაზე უარი განაცხადა და ტრანზიტი უკრაინის გავლით 109 მილიონი კუბური მეტრიდან დღეში 87,7 მლნ კუბურ მეტრამდე შეამცირა.
მაკოგონმა აღნიშნა, რომ გაზპრომის მიერ ტრანზიტის შემცირებამ გამოიწვია გაზის რეკორდული გატანა ევროპის საწყობებიდან.
ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ “გაზპრომმა” უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.
წყარო: report.ge