Tag Archives: #ქვანახშირი

ჩინეთი საზღვარგარეთ ქვანახშირის ენერგიაზე მომუშავე ქარხნების მშენებლობას შეწყვეტს

ჩინეთი საზღვარგარეთ ქვანახშირის ენერგიაზე მომუშავე ქარხნების მშენებლობას შეწყვეტს. აღნიშნულის შესახებ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლას. გარდა ამისა, სი ძინპინის თქმით, ჩინეთი ხელს შეუწყობს განვითარებად ქვეყნებში წარმოებაში მწვანე ენერგიის განვითარებას. ჩინეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფარგლებში, ქვანახშირზე მომუშავე საწარმოების პროექტებს აფინანსებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ინდონეზია და ...

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

ტუროვის ქვანახშირის მაღაროზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების იგნორირებისთვის პოლონეთმა ევროკომისიას ყოველდღიურად 500 000 ევროს ოდენობის ჯარიმა უნდა გადაუხადოს

ტუროვის ქვანახშირის მაღაროზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების იგნორირებისთვის პოლონეთმა ევროკომისიას ყოველდღიურად 500 000 ევროს ოდენობის ჯარიმა უნდა გადაუხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ქვანახშირზე დამოკიდებულ პოლონეთს უთანხმოება აქვს ჩეხეთთან, რომელმაც პოლონეთს ევროკომისიაში და ლუქსემბურგში მდებარე მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში უჩივლა. ჩეხეთის განცხადებით, ტუროვის ქვანახშირის მაღაროში მიმდინარე სამუშაოები ეკოლოგიური ზიანს აყენებს ჩეხეთს და არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას. 2021 წლის 20 მაისს სასამართლომ მხარი ...

Read More »
საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

ავსტრალიაში მზის ენერგიამ ქვანახშირის გამოყენებით მიღებულ ენერგიას გადაასწრო

ავს მზის ენერგიის გადაჭარბება მხოლოდ რამდენიმე წუთით დაფიქსირდა, რადგან დაბალმა მოთხოვნამ და მზიანმა ცამ კვირას, ქვანახშირის წვლილი რეკორდულ მინიმუმზე 9,315 მეგავატზე ჩამოიყვანა, ხოლო მზის დომინანტური წილი 9,427 მეგავატამდე გაზარდა. მელბურნის უნივერსიტეტის კლიმატისა და ენერგიის კოლეჯის მკვლევარ დილან მაკკონელის ინფორმაციით, ამ მცირე პერიოდში, განახლებადი ენერგია ელექტროენერგიის ეროვნული წარმოების 57%-ს შეადგენდა. მიუხედავად მაკკონელის განცხადებისა, რომ მსგავსი შედეგი მხოლოდ დროებითია და ავსტრალია ჯერ ...

Read More »
უკრაინაში ქვანახშირის დეფიციტია

ინდოეთი ქვანახშირის ქარხნების დახურვით წელიწადში $1,2 მილიარდს დაზოგავს

კვლევის თანახმად, ინდოეთს შეუძლია დაზოგოს წელიწადში 89,4 მილიარდი რუპია ($1,2 მილიარდი) ზოგიერთი ძველი ქვანახშირის ელექტროსადგურის გათიშვითა და ახალი ქარხნების ამუშავებით. “ქვეყანამ უნდა დააჩქაროს 30 გიგავატიანი არაეფექტური ქვანახშირის სიმძლავრის ქარხნების გაუქმება და აამოქმედოს 20 გიგავატი სიმძლავრის ელექტროსადგური, როგორც რეზერვი, რაც დაზოგავს ხარჯებს და დაბინძურებას შეამცირებს”,- ნათქვამია CEEW-ის კვლევაში. ძველი ქარხნების დახურვა, რომლებიც უფრო მეტ ნახშირს მოიხმარენ, ვიდრე ახლები, ხელს შეუწყობს სათბური ...

Read More »
უკრაინაში ქვანახშირის დეფიციტია

პოლონეთის ხელისუფლება ქვანახშირის უმსხვილესი სადგურის დახურვას 2036 წლის ბოლოსთვის გეგმავს

პოლონეთის ხელისუფლება ქვანახშირის უმსხვილესი სადგურის დახურვას 2036 წლის ბოლოსთვის გეგმავს. ბელხატოვის ქვანახშირის ელექტოსადგური ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადგურია, რომელმაც 1982 წლის შემდეგ ატმოსფეროში მილიარდ ტონაზე მეტი CO2 გამოყო. ლოძის რეგიონული მთავრობის მიერ გამოქვეყნებული პროექტით, ქვანახშირის დაწვა ბელჩატოვის ელექტროსადგურში 2030 წლისთვის 30 პროცენტით უნდა შემცირდეს, 2036 წლისთვის კი სრულად შეწყდეს. ბელხატოვი პოლონეთის უმსხვილესი ელექტროსადგურია. მასზე ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის მეხუთედი მოდის. ლოძის რეგიონული მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ჯერ ...

Read More »

2020 წლის ბოლოს ქვანახშირზე გლობალურმა მოთხოვნამ გადააჭარბა Covid-მდე არსებულ მაჩვენებელს

ქვანახშირის გლობალური მოხმარება 2020 წელს 4%-ით დაეცა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მკვეთრი ვარდნაა, მაგრამ მოთხოვნაზე შემცირება ძირითადად წლის პირველ თვეებში მოხდა. 2020 წლის ბოლოს მოთხოვნა გაიზარდა, რაც ძირითადად განპირობებული იყო აზიის ქვეყნებით, სადაც ეკონომიკა სწრაფად ბრუნდებოდა და დეკემბერიც განსაკუთრებით ცივი აღმოჩნდა. ქვანახშირის მოხმარება მეოთხე კვარტალში 3.5%-ით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, რაც ხელს უწყობს CO2-ის ემისიების ...

Read More »

მსოფლიოში ნახშირის სამი უდიდესი მომხმარებელი ქვეყანა და პერსპექტივები

მსოფლიოში ნახშირის, ეკოლოგიისთვის ყველაზე საზიანო ენერგომატარებლის, სამი უდიდესი მომხმარებელი (ჩინეთი, ინდოეთი, აშშ) მოხმარების იმ რაოდენობით ზრდას გეგმავს, რომელიც გააბათილებს პანდემიით გამოწვეულ ჰაერის დაბინძურების კლებას. აშშ-ის ელექტროსადგურები გასულ წელთან შედარებით 16%-ით მეტ ნახშირს გამოიყენებენ. ჩინეთი და ინდოეთი, რომლებიც ჯამურად ნახშირის გლობალური მიწოდების ორ-მესამედს მოიხმარენ, აგრეთვე არ გეგმავენ  მოხმარების შემცირებას ახლო მომავალში. ეს ნიშნავს მეტ გამონაბოლქვს და პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებიდან უკუსვლას. ...

Read More »

რატომ ვერ უწევს სერიოზულ კონკურენციას “მწვანე” ენერგია ნახშირს?

“მწვანე” ენერგია, მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებისა, მაინც ვერ უწევს ნახშირს ღირებულ კონკურენციას, აღნიშნავს ქვანახშირის მომპოვებელი პოლონური კომპანიის Weglokoks– ის აღმასრულებელი დირექტორი იირი პოდსლიადო. რატომ ხდება ასე? ქვანახშირზე მომუშავე ენერგია პრიორიტეტად რჩება მწვანე ალტერნატივებთან შედარებით, რადგან უფრო იაფია ელექტროსადგურების მშენებლობისა და ექსპლუატაციის მხრივ. ქვანახშირზე ან ყავისფერ ნახშირზე გენერირებული ელექტროენერგიის ღირებულება მინიმუმ 1,9 ჯერ იაფია მზის მიერ გამომუშვებულ ელექტროენერგიაზე და 1.3 ჯერ იაფია ...

Read More »

საქართველოში ქვანახშირის მოპოვება შემცირდა

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში ქვანახშირის მოპოვება 2019 წელს 90%-ით შემცირდა. ანგარიშის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში საქართველოში სულ 15.3 ათასი ტონა ქვანახშირი მოიპოვეს, 2018 წელს კი მოპოვება 137.9 ათას ტონას შეადგენდა. 2019 წლის განმავლობაში წარმოების შემცირება ქვეყანაში ერთადერთი მსხვილი მომპოვებლის, “საქნახშირის” სიმძლავრის შემცირებას უკავშირდება. დღეისთვის კომპანია შპს Steel International Trade Company-ის მართვის ქვეშ იმყოფება, მას შემდეგ რაც 2019 წელს ...

Read More »

საქართველოს გავლით, აზერბაიჯანში წარმოებული კოქსის ჩინეთში ტრანსპორტირება დაიწყო

საქართველოს გავლით, აზერბაიჯანში წარმოებული კოქსის  ჩინეთში ტრანსპორტირება დაიწყო.ტვირთის გადაზიდვას  „აზერბაიჯანის რკინიგზის“  შვილობილი ADY Express ახორციელებს. ნახევარვაგონებში დატვრითული კოქსი აზერბაიჯანიდან ფოთის პორტში ჩადის, შემდეგ კი, გემით ჩინეთში იგზავნება. 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაგეგმილია 27 000 ტონა კოქსის გადაზიდვა. ამჟამად, უკვე გადაზიდულია 245 ვაგონით 15 742 ტონა. ADY Express -ი ელის, რომ ტვირთის გადაზიდვა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

Read More »