უკრაინაში ქვანახშირის დეფიციტია

ინდოეთი ქვანახშირის ქარხნების დახურვით წელიწადში $1,2 მილიარდს დაზოგავს

კვლევის თანახმად, ინდოეთს შეუძლია დაზოგოს წელიწადში 89,4 მილიარდი რუპია ($1,2 მილიარდი) ზოგიერთი ძველი ქვანახშირის ელექტროსადგურის გათიშვითა და ახალი ქარხნების ამუშავებით.

“ქვეყანამ უნდა დააჩქაროს 30 გიგავატიანი არაეფექტური ქვანახშირის სიმძლავრის ქარხნების გაუქმება და აამოქმედოს 20 გიგავატი სიმძლავრის ელექტროსადგური, როგორც რეზერვი, რაც დაზოგავს ხარჯებს და დაბინძურებას შეამცირებს”,- ნათქვამია CEEW-ის კვლევაში.

ძველი ქარხნების დახურვა, რომლებიც უფრო მეტ ნახშირს მოიხმარენ, ვიდრე ახლები, ხელს შეუწყობს სათბური გაზების ემისიის შემცირებას, ქვეყნის ჰაერის გაწმენდას და ნიადაგისა და წყლის დაბინძურების შემცირებას.

კვლევაში ნათქვამია, რომ ქვეყანას სჭირდება ელექტროენერგიის განაწილება ეფექტურობის საფუძველზე და არა ცვლადი ხარჯები ელექტროენერგიის წარმოებაში, სისტემა, რომელიც ემხრობა ძველ ქვანახშირის ქარხნებს, რომლებსაც აქვთ იაფი საწვავი მაღაროებთან ახლოს მდებარეობის გამო.

კვლევაში ნათქვამია, რომ საოპერაციო დანაზოგების გარდა, ძველი გენერატორების გათიშვა ერთჯერადად დაზოგავს 102 მილიარდ რუპიას, რაც ქარხნებს დაბინძურების კონტროლის სისტემების განახლებაზე უნდა დაეხარჯათ.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply