საქართველოს გავლით, აზერბაიჯანში წარმოებული კოქსის ჩინეთში ტრანსპორტირება დაიწყო.ტვირთის გადაზიდვას „აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილი ADY Express ახორციელებს.
ნახევარვაგონებში დატვრითული კოქსი აზერბაიჯანიდან ფოთის პორტში ჩადის, შემდეგ კი, გემით ჩინეთში იგზავნება.
2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაგეგმილია 27 000 ტონა კოქსის გადაზიდვა. ამჟამად, უკვე გადაზიდულია 245 ვაგონით 15 742 ტონა.
ADY Express -ი ელის, რომ ტვირთის გადაზიდვა მომავალ წელსაც გაგრძელდება.