მსოფლიოში ნახშირის სამი უდიდესი მომხმარებელი ქვეყანა და პერსპექტივები

მსოფლიოში ნახშირის, ეკოლოგიისთვის ყველაზე საზიანო ენერგომატარებლის, სამი უდიდესი მომხმარებელი (ჩინეთი, ინდოეთი, აშშ) მოხმარების იმ რაოდენობით ზრდას გეგმავს, რომელიც გააბათილებს პანდემიით გამოწვეულ ჰაერის დაბინძურების კლებას.

აშშ-ის ელექტროსადგურები გასულ წელთან შედარებით 16%-ით მეტ ნახშირს გამოიყენებენ. ჩინეთი და ინდოეთი, რომლებიც ჯამურად ნახშირის გლობალური მიწოდების ორ-მესამედს მოიხმარენ, აგრეთვე არ გეგმავენ  მოხმარების შემცირებას ახლო მომავალში.

ეს ნიშნავს მეტ გამონაბოლქვს და პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებიდან უკუსვლას. პრეზიდენტ ჯო ბაიდენს განზრახული აქვს ამერიკას დაუბრუნოს გარემოსდაცვითი ლიდერის როლი და, სავარაუდოდ, მის მიმართ გაიზრდება ზეწოლა მწვანე ენერგიის პოლიტიკის დროულად შესრულების მხრივ.

აშშ-ში ნახშირის მოხმარების ზრდა განპირობებულია ბუნებრივ აირზე ფასების ზრდით და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენის აუცილებლობებით. ჩინეთსა და ინდოეთში ამის მიზეზი ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდაა. ამ ქვეყნებში ნახშირი ელექტროენერგიის წარმოების ძირითადი წყაროა, იმის მიუხედავად, რომ ისინი ფართოდ ნერგავენ მზის და ქარის საშუალებებს.

მიუხედავა იმისა, რომ ბაიდენის ეკონომიკური სტიმულირების გეგმა არ არის ფოკუსირებული მწვანე ენერგიაზე, მოსალოდნელია, რომ მის ინფრასტრუქტურულ კანონპროექტში ასახული იქნება წინასაარჩევნო დაპირებები გარემოს დაცვის კუთხით. ბაიდენის თქმით, 2050 წელს აშშ მიაღწევს ნახშირბადის ნეიტრალობას. აპრილში, აშშ-ის თავმჯდომარეობით დაგეგმილია შეხვედრის გამართვა ამ თემაზე, რომელსაც აგრეთვე დაესწრებიან ჩინეთის და ინდოეთის წარმომადგენლები.

შარშან, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ 2060 წლისთვის ჩინეთი მიაღწევს ნულოვან გამონაბოლქვებს. ინდოეთს ჯერ არ გაუკეთებია მსგავსი განცხადება.

ჩინეთის ბოლო 5-წლიან გეგმაში არ არის აქცენტირებული გამონაბოლქვის შემცირების მიზნები და ნახშირი ელექტროენერგიის სტრატეგიის ძირითად კომპონენტი დარჩება. პეკინმა შეამცირა ნახშირის წილი ელექტროენეგიის ეროვნულ წარმოებაში, მაგრამ დენის მოხმარების ზრდა აგრეთვე გაზრდის ნახშირის მოხმარებასაც. ამ სურათს ისიც ამძიმებს, რომ ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე მეტი ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგური გააჩნია, რომელთა ნახევარი, უკანასკნელი 10 წლის მანძილზე აშენდა. ამგვარი სადგურების ექსპლუატაციის ვადა მრავალი ათწლეულია, ამიტომ რთულია ალტერნატიულ წყაროებზე გადართვა.

ინდოეთიც შორსაა სუფთა ენერგოსისტემის გამართვისგან. იქ ნახშირის წილი საერთო ენერგოგამომუშავებაში დაახლოებით 70%-ია. წელს, ინდოეთში ელექტროენეგრიის მოხმარება 10%-ით გაიზრდება და მზარდი ყოველწლიურად მზარდი იქნება 2027 წლამდე.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ნახშირი ვერ იქნება უალტერნატივო ნედლეული. ამჟამინდელი მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, განვითარებადი ბაზრები თანმიმდევრულად აცხადებენ უარს მის გამოყენებაზე დაფინანსების სირთულეების გამო და ალტერნატიული წყაროების უფრო ხელმისაწვდომობის და სიიაფის მიზეზებით. ნახშირის მოხმარების ტენდენცია სტაბილურად კლებადია.

ამის მიუხედავად, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ნახშირთან ასოცირებული კლიმატური ცლილებების საკითხების გამო, ვერ მოხერხერხდება კომპრომისის მოძებნა ელექტროენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნაზე.  

(მაიქლ ბლუმბერგმა, Bloomberg LP-ის დამფუძნებელმა და საკონტროლო პაკეტის მეპატრონემ, 500 მილიონი დოლარი გადარიცხა პროექტში „ნახშირბადის მიღმა“. ეს კამპანია 2030 წლისთვის გეგმავს აშშ-ში ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების დახურვას.)

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply