ქვანახშირის გლობალური მოხმარება 2020 წელს 4%-ით დაეცა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მკვეთრი ვარდნაა, მაგრამ მოთხოვნაზე შემცირება ძირითადად წლის პირველ თვეებში მოხდა. 2020 წლის ბოლოს მოთხოვნა გაიზარდა, რაც ძირითადად განპირობებული იყო აზიის ქვეყნებით, სადაც ეკონომიკა სწრაფად ბრუნდებოდა და დეკემბერიც განსაკუთრებით ცივი აღმოჩნდა. ქვანახშირის მოხმარება მეოთხე კვარტალში 3.5%-ით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, რაც ხელს უწყობს CO2-ის ემისიების ისევ გაზრდას.

ნახშირი CO2–ის გამონაბოლქვის უდიდეს წყაროა. მასზე მოთხოვნის გაზრდა და ზოგადად მისი მნიშვნელოვანი როლი ენერგეტიკის სექტორსა და ინდუსტრიაში კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რა დიდ გამოწვევას წარმოადგენს ის კლიმატის საერთაშორისო მიზნების მიღწევისთვის.
ოცი წლის წინ, შეერთებული შტატები და ევროკავშირი (EU-27) მოიხმარდნენ ნახშირის გლობალური მოხმარების მესამედზე მეტს, დაახლოებით იმდენს, რასაც ჩინეთი და ინდოეთი ერთად. ორი ათწლეულის განმავლობაში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა და ახლა უკვე ჩინეთი და ინდოეთი მოიხმარენ ნახშირის გლობალური მოხმარების ორ მესამედს, ხოლო ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მოხმარების მაჩვენებელი სულ რაღაც 10%-ით გაიზარდა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვანახშირის მოხმარებამ უკვე აჯობა ევროკავშირს და მალე გაასწრებს შეერთებულ შტატებს. როგორც ვხედავთ, ქვანახშირის მოხმარების ამჟამინდელი გლობალური ტენდენციები მკაცრად განპირობებულია აზიის ქვეყნებით.
ნინო სამადაშვილი