Tag Archives: #ნახშირი

Reuters: რუსული ქვანახშირის ჩასანაცვლებლად, ევროპის ქვეყნებმა მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში, სამხრეთ აფრიკიდან 40%-ით მეტი ქვანახშირი შეიტანეს, ვიდრე მთელი 2021 წლის განმავლობაში

ევროპულმა ქვეყნებმა, რომლებიც რუსული ქვანახშირის ალტერნატივის უზრუნველყოფას ცდილობენ, ამ წლის პირველ ხუთ თვეში, სამხრეთ აფრიკის მთავარი საექსპორტო ცენტრიდან 40%-ით მეტი ქვანახშირი შეიტანეს, ვიდრე მთელი 2021 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ Reuters-ი წერს. მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, Richards Bay Coal Terminal-მა (RBCT) ევროპის ქვეყნებს 3,240,752 ტონა ქვანახშირი მიაწოდა, რაც ამ ტერმინალის ჯამური ექსპორტის 15%-ია. ეს მაჩვენებელი მთელი 2021 წლის ექსპორტს მაჩვენებელს (2,321,190 ტონა ექსპორტირებული ქვანახშირი ...

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

ავსტრალია ენერგოდეფიციტის აღმოსაფხვრელად ნახშირის ელექტროსადგურებს აამოქმედებს

ავსტრალიის ხელისუფლება აპირებს ექსპლუატაციაში დააბრუნოს ქვანახშირზე მოქმედი ელექტროსადგურები, რათა ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისი დაძლიოს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის რესურსების მინისტრმა მადლენ კინგმა გააკეთა. მისი თქმით, მოძველებული ნახშირის ელ-სადგურების ექსპლუატაციიდან მოხსნის პროცესი, რომელიც 2020 წელს დაიწყო, გახდა ენერგოკრიზისის მამომძრავებელი ქვეყანაში, ამიტომ ოპერატორებს მოუწევთ მათი რაც შეიძლება სწრაფად მწყობრში დაბრუნება, რათა ავსტრალიამ ზამთარი გადაიტანოს და მიიღოს დამატებით 30% ენერგო სიმძლავრეების. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ...

Read More »
გადამუშავებული ნახშირბადის მომავალი და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებებზე

შვედეთი ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას კრძალავს

შვედეთის პარლამენტმა ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების აკრძალვისა და ალუმინის მოპოვების წესების გამკაცრებაზე მთავრობის წინადადება დაამტკიცა. ამის შესახებ დაწესებულების ვებგვერდზეა ნათქვამი. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ქვანახშირის, ლიგნიტის, ნედლი ნავთობის, ფიქლის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაზე ქვეყანა ნებართვებს აღარ გასცემს. ეს ცვლილებები გარემოსდაცვით კოდექსში 2022 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

Read More »

ევროკავშირში რუსული ნახშირის ექსპორტი, შესაძლოა, სამხრეთ აფრიკამ ჩაანაცვლოს

Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის ბაზარზე, შესაძლოა, რუსული ნახშირი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ექსპორტმა ჩაანაცვლოს. გამოცემა წერს, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა სამხრეთ აფრიკაში მაღალი კორუფციის გამო ქვანახშირის ევროკავშირის ბაზარზე გადასაზიდად საკმარისი ვაგონები არ არის. რუსულ ნახშირზე ევროკავშირის ემბარგოსა და ბაზრის დივერსიფიცირებაზე განაცხადის შემდეგ, სამხრეთ აფრიკაში ნედლეულის ფასი გაორმაგდა. ამასთან EU შეეცდება რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ნახშირის მოხმარება გაზარდოს. სამხრეთ აფრიკის ნახშირი, ევროკავშირის ბაზარზე ...

Read More »

ჩინეთი ქვანახშირის ენერგიის გამოყენების ზრდას გეგმავს

ჩინეთი ქვანახშირის ენერგიის გამოყენების ზრდას გეგმავს, რაც ქვეყანას ეკონომიკური განვითარების ზრდაში დაეხმარება. თუმცა ჩინეთის ახალმა გადაწყვეტილებამ მისი კლიმატური მიზნები შესაძლოა, უკან დახიოს. ჩინეთის ოფიციალური გეგმით, მიმდინარე წელს ქვანახშირის წარმოების სიმძლავრე 300 მილიონი ტონით გაიზრდება, რაც გასული წლის მთლიანი წარმოების (4.1 მილიარდი ტონა) 7%-ით ზრდას უდრის. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქარისა და მზის ენერგიის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორიცააა, თუმცა გასულ წელს ეკონომიკური ზრდის ...

Read More »

რუსული ქვანახშირის უმსხვილესი ინდური შემსყიდველი რუსეთიდან იმპორტს აჩერებს

ინდოეთში რუსული ქვანახშირის უმსხვილესი იმპორტიორი Tata Steel-ი რუსეთიდან წიაღისეულის შეძენას აჩერებს, წერს გამოცემა Financial Times-ი. მსოფლიოში ფოლადის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია გადაწყვეტილების მიზეზად კრემლისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო შექმნილ „გაურკვევლობას“ ასახელებს. იმ ფონზე, როცა დასავლური ქვეყნები რუსულ ენერგეტიკულ წიაღისეულზე უარს ამბობენ, ინდოეთში რუსული ნავთობის და სხვა რესურსების იმპორტი რეკორდულად გაიზარდა. ინდური კომპანიები რუსული ენერგეტიკული წიაღისეულის შეძენას დისკონტირებულ ფასებში ახერხებენ. Tata Steel-მა 2022 წლის ...

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

რუსული ქვანახშირის ექსპორტის მაჩვენებელი აპრილში 20%-ით შემცირდა

რუსული ქვანახშირის ინდუსტრიას დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების პირველადი შედეგები დაეტყო: წლის დასაწყისიდან, ექსპორტის მაჩვენებელი 9%-ითაა შემცირებული – მხოლოდ აპრილში კი, ექსპორტი 20%-ით შემცირდა. თებერვალში, რუსეთმა ექსპორტზე 14.3 მილიონი ტონა ქვანახშირი გაიტანა, მარტში – 15.1 მილიონი ტონა, ხოლო აპრილში – 14.3 მილიონი ტონა. როგორც წესი, ლოგისტიკური სირთულეების გამო, ზამთრის თვეებში, ქვანახშირის ექსპორტის მაჩვენებელი ბუნებრივად იკლებს, მაგრამ ექსპორტის ისეთი მკვეთრი კლება, როგორიც აპრილში ...

Read More »

პოლონეთში ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

პოლონეთის ქალაქ სილეზიაში ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა და შვიდი დაიკარგა. აფეთქება დაახლოებით ათასი მეტრის სიღრმეზე, პავლოვიცეში მდებარე პნიოვეკის მაღაროში მოხდა, რომელსაც მართავს სამთო კომპანია Jastrzebska Spolka Weglowa (JSW). კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სამაშველო ოპერაცია უნდა შეჩერებულიყო ხანძრის გამო. ხელისუფლების განცხადებით, ოპერაციის დროს შვიდ მაშველთან კონტაქტი დაიკარგა. ექიმების თქმით, ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია. მათ ფილტვებისა და ...

Read More »

პოლონეთმა რუსული ქვანახშირის შესყიდვაზე ემბარგო დააწესა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრე ერმაკის ინფორმაციით, პოლონეთმა რუსული ქვანახშირის შესყიდვაზე ემბარგო დააწესა. მისივე ცნობით, ქვეყანა სხვა სანქციებსაც უწესებს აგრესორ სახელმწიფოს. “რუსეთთან ეკონომიკური ომი გრძელდება. პოლონეთმა რუსულ ქვანახშირზე ემბარგო დააწესა. ასევე, მიიღო სპეციალური გადაწყვეტილებების შესახებ აქტი, რომელსაც ხელს აწერს პოლონეთის პრეზიდენტი და რომელიც იმ სუბიექტების აქტივების გაყინვის შესაძლებლობას განიხილავს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში”, – აცხადებს ერმაკი. ანდრე ერმაკი ...

Read More »

შვეიცარიამ რუსეთიდან ნახშირის იმპორტი აკრძალა

შვეიცარიამ რუსეთიდან ნახშირის, ხე-ტყისა და არყის იმპორტი აკრძალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ ეს ოკუპანტი ქვეყნისადმი დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტია. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

Read More »