Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის ბაზარზე, შესაძლოა, რუსული ნახშირი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ექსპორტმა ჩაანაცვლოს. გამოცემა წერს, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა სამხრეთ აფრიკაში მაღალი კორუფციის გამო ქვანახშირის ევროკავშირის ბაზარზე გადასაზიდად საკმარისი ვაგონები არ არის.
რუსულ ნახშირზე ევროკავშირის ემბარგოსა და ბაზრის დივერსიფიცირებაზე განაცხადის შემდეგ, სამხრეთ აფრიკაში ნედლეულის ფასი გაორმაგდა. ამასთან EU შეეცდება რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ნახშირის მოხმარება გაზარდოს. სამხრეთ აფრიკის ნახშირი, ევროკავშირის ბაზარზე რუსულის ალტერნატივად განიხილება, თუმცა გასულ თვეში, ქვეყანამ მხოლოდ 2,9 მილიონი ტონის ექსპორტი შეძლო. ამ ტემპით წლიური მაჩვენებელი, შესაძლოა 40 მილიონ ტონას გაუტოლდეს.
სარკინიგზო ხაზით ერმელოდან რიჩარდს-ბეიში 77 მილიონი ტონა ნახშირის გადაზიდვაა შესაძლებელი, პორტში კი 91 მილიონი ტონის. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კომპანიების ცნობით, გასულ წელს ნახშირის მომპოვებლებმა $2 მილიარდი დაკარგეს, იმის გამო, რომ ნედლეულის ექსპორტი ვერ განახორციელეს. ახლა ვაგონების საკითხზე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მოლაპარაკებას ჩინეთთან აწარმოებს, რათა ევროკავშირისთვის ნედლეულის მიწოდება შეძლოს.