მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

ავსტრალია ენერგოდეფიციტის აღმოსაფხვრელად ნახშირის ელექტროსადგურებს აამოქმედებს

ავსტრალიის ხელისუფლება აპირებს ექსპლუატაციაში დააბრუნოს ქვანახშირზე მოქმედი ელექტროსადგურები, რათა ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისი დაძლიოს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის რესურსების მინისტრმა მადლენ კინგმა გააკეთა.

მისი თქმით, მოძველებული ნახშირის ელ-სადგურების ექსპლუატაციიდან მოხსნის პროცესი, რომელიც 2020 წელს დაიწყო, გახდა ენერგოკრიზისის მამომძრავებელი ქვეყანაში, ამიტომ ოპერატორებს მოუწევთ მათი რაც შეიძლება სწრაფად მწყობრში დაბრუნება, რათა ავსტრალიამ ზამთარი გადაიტანოს და მიიღოს დამატებით 30% ენერგო სიმძლავრეების.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ინვესტიციების შეწყვეტა და ამ ტიპის ელ-სადგურების ექსპლუატაციიდან მოხსნა ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან ქვეყანას არ გააჩნია საკმარისი რესურსი, აწარმოოს განახლებადი ენერგია, რომელიც შეძლებდა დეფიციტის აღმოფხვრას.

„ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ნახშირის ელ-სადგურების მწყობრში დაბრუნება, იმიტომ, რომ ახლა ეს არის ერთადერთი გზა ამ კრიზისიდან თავის დასაღწევად“, – ხაზი გაუსვა მან.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply