პოლონეთში ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

პოლონეთის ქალაქ სილეზიაში ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა და შვიდი დაიკარგა.

აფეთქება დაახლოებით ათასი მეტრის სიღრმეზე, პავლოვიცეში მდებარე პნიოვეკის მაღაროში მოხდა, რომელსაც მართავს სამთო კომპანია Jastrzebska Spolka Weglowa (JSW).

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სამაშველო ოპერაცია უნდა შეჩერებულიყო ხანძრის გამო. ხელისუფლების განცხადებით, ოპერაციის დროს შვიდ მაშველთან კონტაქტი დაიკარგა.

ექიმების თქმით, ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია. მათ ფილტვებისა და სხეულის დიდი უბნების დამწვრობა მიიღეს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი შემთხვევის ადგილზე მივიდა.

Leave a Reply