Tag Archives: #ბიტკოინი

ბიტკოინმა ახალი ისტორიული მაქსიმუმი გადალახა – კრიპტოვალუტის ფასმა 50 ათას დოლარს გადააბიჯა

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კრიპტოვალუტის – ბიტკოინის ფასმა თბილისის დროით 16:32 საათზე, პირველად არსებობის განმავლობაში გადალხა 50 000-დოლარიანი ნიშნული. ამის შესახებ მოწმობს ბირჟა coindesk-ის მონაცემები. იმ მომენტისთვის ერთი კრიპტოვალუტის ფასმა 50,645 დოლარი შეადგინა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. შედეგად კი ბიტკოინმა ისტორიული მაქსიმუმი განაახლა. უკვე 16:46 საათისთვის კი მან ზრდა შეანელა. აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასმა 40 000-დოლარიანი ნიშული მიმდინარე წელს, 8 ...

Read More »

TOP-10 ქვეყანა, სადაც კრიპტოვალუტას ყველაზე მეტად იყენებე

ანალიტიკური პორტალი Statista იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც კრიპტოვალუტას ყველაზე მეტად იყენებენ. კომპანიამ კვლევა 74 ქვეყანაში ჩაატარა, რომლებმაც აჩვენა რომ კრიპტოვალუტის მოხმარება ყველაზე მაღალი ნიგერიაშია. გამოკითხული ნიგარიელების მესამედი აცხადებს, რომ ისინი ადგილობრივ კრიპტოვალუტას ხშირად იყენებენ როგორც გადახდის საშუალებას მაღაზიებში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. კრიპოტოვალუტის გამოყენების მაჩვენებლებით ჩამონათვალში მეორე და მესამე ადგილს იკავებენ ვიეტნამი და ფილიპინები. აღსანიშნავია, რომ ფილიპინების ცენტრალურმა ბანკმა ოფიციალურად აღიარა ...

Read More »

ბიტკოინის ახალი რეკორდი – $49,344

ბიტკოინმა კვირას ახალ რეკორდს მიაღწია და პირველად 50,000 აშშ დოლარს მიუახლოვდა. ამჟამად მისი ღირებულება 49,344 აშშ დოლარს შეადგენს. კრიპტოვალუტა წელს ამ დრომდე დაახლოებით 70%-ით გაიზარდა. მეტოქე კრიპტოვალუტა ეთერიუმმა რეკორდს შაბათს მიაღწია და დაახლოებით 150% -ანი ზრდა დააფიქსირა. Bloomberg-ის ინფორმაციით, Morgan Stanley ბიტკოინში $150 მილიარდის ინვესტიციას გეგმავს. ეს მას შემდეგ, რაც Tesla–მ დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო ბიტკოინში. სკეპტიკოსები ინვესტორებს აფრთხილებენ, რომ აქტივების ...

Read More »

ბიტკოინის რეკორდულმა აღმასვლამ საქართველოს ბაზარზეც იქონია გავლენა – ვაჭრობა გაიზარდა

ბიტკოინის რეკორდულმა აღმასვლამ საქართველოს ბაზარზეც იქონია გავლენა.  ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა ვაჭრობამ და გაიზარდა ფასებიც. მოთხოვნის ზრდის პარალელურად კი კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება რეგულაციების არარსებობა. ანალიტიკოსების შეფასებით, როცა ინვესტორებისთვის კრიპტობაზარი სულ უფრო მიმზიდველი ხდება, აუცილებელია კრიპტოაქტივების გადაცვლის რეგულირების ამუშავება. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინმა რეკორდულ 48 000 დოლარს პირველად გადააჭარბა, რისი მთავარი მიზეზიც Tesla-ს მილიარდ-ნახევრიანი დოლარის ინვესტიცია და ელონ მასკის განცხადებები გახდა. მასკიმ უკვე დააანონსა, რომ იგეგმება Tesla-ს ავტომობილების ბიტკოინებში რეალიზაცია, რითაც ფაქტობრივად ციფრულ მონეტას ახალი მნიშვნელობა შესძინა. ის აღარ იქნება მხოლოდ დაგროვების ...

Read More »

Tesla ბიტკოინს გადახდის ახალ საშუალებად აღიარებს

ელექტრონული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla აცხადებს, რომ ბიტკოინს გადახდის ახალ საშუალებად აღიარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს Tesla-ს პროდუქტების შეძენა კრიპტოვალუტის მეშვეობითაც შეეძლებათ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.  ამასთან, როგორც გამოცემა წერს, Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა. ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში კრიპტოვალუტის ფასი ისევ მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს – 48,000 აშშ დოლარს მიაღწია. Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ...

Read More »

ბითკოინი უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე მთლიანი არგენტინა

ბითკოინი უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე არგენტინა. ამის შესახებ კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ მომზადებულ დოკუმენტშია ნათქვამი. კრიპტოვალუტის „მაინინგი“ დიდი რაოდენობის ელექტროენერგიას საჭიროებს, გამომდინარე იქიდან რომ პროცესში საჭიროა მასშტაბური კომპიუტერული გამოთვლები. როგორც კემბრიჯელი მკვლევარები ამბობენ, კრიპტოვალუტა წელიწადში 121.36 ტერავატ საათ ენერგიას მოიხმარს, მაშინ როდესაც არგენტინა 121 ტერავატ საათ ელენერგიას მოიხმარს, ნიდერლანდები – 108.8 ტერავატ საათს, ნორვეგია – 122.2 ტერავატ საათს, ხოლო ...

Read More »

Mastercard-ი კრიპტოვალუტის გამოყენებას აპირებს

Mastercard-მა შესაძლოა გარკვეული ოპერაციები კრიპტოვალუტითაც შეასრულოს. ამის შესახებ კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა. „წლის ბოლომდე მხარს დავუჭერთ ჩვენს ქსელში ზოგიერთი კრიპტოვალუტის გამოყენებას“, – აღნიშნა რაჯ დამოდარანმა. მანამდე კრიპტოვალუტაზე ავტომობილების გაყიდვას კომპანია Tesla დათანხმდა. კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ Tesla ბიტკოინებში 1,5-მილიარდიან ინვესტიციას ჩადებს.

Read More »

ბიტკოინი რეკორდულ 48,000 დოლარს პირველად აჭარბებს

ბიტკოინმა სამშაბათს ახალი რეკორდი $48,000 დააფიქსირა. ეს მას შემდეგ რაც Tesla– მ ყველაზე დიდ კრიპტოვალუტაში 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შესახებ განაცხადა. ბიტკოინის ასეთი აღმასვლა მეინსტრიმული ფირმის სადავო კრიპტოვალუტის მიმართ ამ დრომდე ყველაზე დიდ მიმღებლობას უკავშირდება. ელონ მასკი, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, უკვე რამდენიმე კვირაა კომენტარს აკეთებს ციფრული მონეტის შესახებ და ამით მისი ფასის ზრდას უწყობს ხელს. “კორპორაციები ...

Read More »

Tesla ბიტკოინში $1.5 მილიარდის ივესტიციას დებს

Tesla ბიტკოინში $1.5 მილიარდის ივესტიციას დებს. კომპანიამ ასევე დაანონსა, რომ კრიპტოვალუტით გადახდის მიიღებას აპირებს, რამაც ბიტკოინის ღირებულება რეკორდულ ნიშნულამდე გაზარდა. კალიფორნიაში დაფუძნებული ავტომწარმოებელი ბიტკოინზე ფსონს მას შემდეგ დებს, რაც  საინვესტიციო პოილიტიკა განაახლა და ახლა კომპანიას საშუალება აქვს ივესტიცია ჩადოს როგორც ციფრულ აქტივებში, ასევე ოქროს ბუილონში და ოქროს გაცვლით სავაჭრო ფონდებში. ”ჩვენ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში დავიწყოთ ბიტკოინის, როგორც გადახდის ფორმის მიღება, ...

Read More »

BITCOIN-ს შეუძლია ოქროს, როგორც ფასეულობის ჩანაცვლება – სინგაპურის ბანკი

სინგაპურის ბანკი მიიჩნევს, რომ ციფრულ კრიპტოვალუტებს შეუძლიათ ჩაანაცვლონ ტრადიციული აქტივები, როგორიცაა ოქრო, – წერს ბრიტანული გამოცემა Independent-ი. სინგაპურის ბანკის მთავარი ეკონომისტის მანსორ მოჰი-უდდინის თქმით, ინვესტორებისთვის Bitcoin-ი თავიანთი პორტფელის გასაძლიერებლად სულ უფრო აქტუალური ხდება, თუმცა რჩება მრავალი გამოწვევა. ინვესტორებს სჭირდებათ სანდო ინსტიტუტები, რომ ციფრული ვალუტის უსაფრთხოდ დაცვა შეძლონ. ”Bitcoin-ი არასტაბილურია, რადგან მისი აქციების ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში $4,000-დან $ 40,000-ზე გაიზარდა ...

Read More »