ბიტკოინი რეკორდულ 48,000 დოლარს პირველად აჭარბებს

ბიტკოინმა სამშაბათს ახალი რეკორდი $48,000 დააფიქსირა. ეს მას შემდეგ რაც Tesla– მ ყველაზე დიდ კრიპტოვალუტაში 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შესახებ განაცხადა.

ბიტკოინის ასეთი აღმასვლა მეინსტრიმული ფირმის სადავო კრიპტოვალუტის მიმართ ამ დრომდე ყველაზე დიდ მიმღებლობას უკავშირდება. ელონ მასკი, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, უკვე რამდენიმე კვირაა კომენტარს აკეთებს ციფრული მონეტის შესახებ და ამით მისი ფასის ზრდას უწყობს ხელს.

“კორპორაციები ბიტკოინს თავიანთ ბალანსებში დაამატებენ” – ამბობს ვიჯეი აიარი, სინგაპურში კრიპტოვალუტის ბირჟის Luno– ს ხელმძღვანელი. ”წარმოიდგინეთ, თუ თუნდაც 100 კომპანია 1% -ს მაინც ჩადებს ბიტკოინში, ეს რა ეფექტს მოახდენს მოთხოვნასა და მიწოდებაზე”.

ზრდა ასევე აშკარა იყო ბიტკოინის ფიუჩერსებში. Bloomberg Galaxy Crypto ინდექსი რეკორდულ ნიშნულამდე მივიდა. სავარაუდოა, რომ შორთ ტრეიდერები კრიპტოს წინააღმდეგ არ იბძროლებენ.

არსებობს განსხვავებული მოსაზრებები ბიტკოინის არასტაბილურობის შესახებ. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, ის სპეკულაციური აქტივია.

“კრიპტო მანიას მთლიანად განაპირობებს მოკლევადიანი სპეკულაციური იმპულსი ” – წერს ჯეფრი ჰალი, Oanda Asia Pacific-ის ბაზრის უფროსი ანალიტიკოსი – ”მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ზრდასთან დაკავშირებით დიდი ხმაურია ატეხილი, კრიპტოვალუტის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების შესახებ ხმაური დამაყრუებლად ჩუმია”.

ამის საპირწონედ, კრიპტოსაინვესტიციო ფირმის Galaxy Digital- ის დამფუძნებელმა მაიკლ ნოვოგრაცმა განაცხადა, რომ ბიტკოინმა შესაძლოა წლის ბოლოს $ 100,000-ს მიაღწიოს. MicroStrategy – ის აღმასრულებელმა ოფიცერმა მაიკლ სეილორმა კი ბიტკოინი მსოფლიოში ”ყველაზე მწირ აქტივად” გამოაცხადა.

ბიტკოინი შექმნილია 21 მილიონი მონეტის ფიქსირებული მომარაგების გათვალისწინებით. ის ემყარება ციფრულ წიგნს, რომელიც გადანაწილებულია კომპიუტერულ ქსელებში. კრიპტოვალუტა გასული წლის განმავლობაში ოთხჯერ გაიზარდა.

მოთხოვნა ბიტკოინზე იზრდება ყველა მხრიდან: მცირე ტრეიდერებისგან, მდიდარი მყიდველებისგან, ჰეჯ-ფონდებიდან, კომპანიებიდან და ისეთი ფრთხილი ინვესტორებისგანაც კი, როგორიც სადაზღვევო კომპანიებია.

Leave a Reply