Tesla ბიტკოინში $1.5 მილიარდის ივესტიციას დებს

Tesla ბიტკოინში $1.5 მილიარდის ივესტიციას დებს. კომპანიამ ასევე დაანონსა, რომ კრიპტოვალუტით გადახდის მიიღებას აპირებს, რამაც ბიტკოინის ღირებულება რეკორდულ ნიშნულამდე გაზარდა.

კალიფორნიაში დაფუძნებული ავტომწარმოებელი ბიტკოინზე ფსონს მას შემდეგ დებს, რაც  საინვესტიციო პოილიტიკა განაახლა და ახლა კომპანიას საშუალება აქვს ივესტიცია ჩადოს როგორც ციფრულ აქტივებში, ასევე ოქროს ბუილონში და ოქროს გაცვლით სავაჭრო ფონდებში.

”ჩვენ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში დავიწყოთ ბიტკოინის, როგორც გადახდის ფორმის მიღება, შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით და თავდაპირველად შეზღუდულად” – აცხადებს კომპანია

ელექტრო მანქანების წამყვანი მწარმოებლის მხრიდან ბიტკოინის მიმართ ასეთმა მიმღებლობამ კრიპტოვალუტებს დამატებითი ლეგიტიმურობა შესძინა.

ბიტკოინი 16% -ით გაიზარდა და ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 44,795,20 აშშ დოლარი შეადგინა.

Leave a Reply