ბიტკოინის ახალი რეკორდი – $49,344

ბიტკოინმა კვირას ახალ რეკორდს მიაღწია და პირველად 50,000 აშშ დოლარს მიუახლოვდა. ამჟამად მისი ღირებულება 49,344 აშშ დოლარს შეადგენს. კრიპტოვალუტა წელს ამ დრომდე დაახლოებით 70%-ით გაიზარდა. მეტოქე კრიპტოვალუტა ეთერიუმმა რეკორდს შაბათს მიაღწია და დაახლოებით 150% -ანი ზრდა დააფიქსირა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, Morgan Stanley ბიტკოინში $150 მილიარდის ინვესტიციას გეგმავს. ეს მას შემდეგ, რაც Tesla–მ დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო ბიტკოინში.

სკეპტიკოსები ინვესტორებს აფრთხილებენ, რომ აქტივების კლასი შეიძლება ბაბლი აღმოჩნდეს.

Leave a Reply