Tag Archives: #ნავთობი

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   19 ივლისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.62 (-  4.97 ) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66.42  (- 5.39)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

საქართველომ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტი შეამცირა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა საქართველოს 740.1 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა, რომლის ღირებულებამაც მთლიანობაში 107.6 მილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური იუწყება, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით. გამოქვეყენებული ანგარიშის თანახმად, მოცულობა 21%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. წლის პირველ ნახევარში, საქართველომ აზერბაიჯანიდან 96,6 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოიტანა, რომლის ღირებულებეამაც მთლიანობაში 48,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ნინო ...

Read More »
ირანი მზადაა ნავთობის მოპოვება სანქციების მოხსნიდან 1 კვირაში გაზარდოს

ირანმა ნავთობის ექსპორტი 137%-ით გაზარდა

ერთობლივი სამოქმედო გეგმის განხორციელება დაეხმარა ირანს ნავთობის ექსპორტის 137% -ით გაზრდაში. აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2,3 მილიონ ბარელს მიაღწია დღეში. აშშ–ს სანქციების დაწესებამდე ირანის ისლამურმა რესპუბლიკის ნავთობის იმპროტი დღეში 2,2 მილიონ ბარელ ნავთობს შეადგენდა. სანქციების შემოღების შემდეგ, 2013 წელს ირანის ნავთობის ექსპორტი დღეში 980 ათას  ბარელამდე შემცირდა, არსებობდა საფრთხე, რომ თუ აღნიშნული ტენდენცია 2016 წელსაც გაგრძელდებოდა, ირანის ნავთობის ექსპორტი ნულს მიაღწევდა. 2016 ...

Read More »

გრენლანდიაში ნავთობს აღარ მოიპოვებენ

დანიიის მთავრობამ გრენლანდიის ნავთობის ჭაბურღილებზე საძიებო სამუშაოები შეაჩერა. მთავრობა აცხადებს რომ გლობალური დათბობა პრიორიტეტია და ამიტომ ნავთობის მოპოვებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ Associated Press წერს. გრენლანდიის წყლებში ნავთობის მოპოვების შეჩერების შესახებ ხელისუფლებამ გადაწვეტილება 24 ივნისს მიიღო, თუმცა ინფორმაცია 15 ივლისს გაასაჯაროვა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით ქვეყანაში ნავთობის არსებული მარაგი დაახლოებით 17,5 მილიარდი ბარელია, ხოლო ბუნებრივი აირის მარაგი ოთხ ტრილიონ კუბურ ...

Read More »
ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

“OPEC +”-ის შეხვედრაზე ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული

კვირას, 18 ივლისს გაიმართა “OPEC +”-ის ქვეყნების მინისტრთა შეხვედრა, რომელზეც მირებულ იქნა გადაწყვეტილება შეთანხმების 2022 წლის ბოლომდე გაგრძელებასთან დაკავშირებით, შეცვლილი იქნება გარიგების ძირითადი პარამეტრი – ზოგიერთი ქვეყნისთვის ნედლეულის მოპოვების საბაზისო დონე, TACC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, რუსეთის ფედერაციისა და საუდის არაბეთისთვის მოპოვების საბაზისო დონე გაიზრდება 0,5 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში 11,5 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში, ხოლო არაბთა ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   16 ივლისის   ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.59  (+ 0,12 ) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.81 (+ 0,16)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობისა და გაზის კორპორაცია 40 ტონამდე ნავთობს ყიდის

IEA: მსოფლიოს ნავთობის დეფიციტი ემუქრება

OPEC +-ის უთანხმოებამ შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის დეფიციტი, გრძელვადიან პერსპექტივაში ხელი შეუწყოს ინფლაციას და ზიანი მიაყენოს ეკონომიკის აღდგენას. თუ ალიანსი არ შეთანხმდება წარმოების გაზრდაზე, მაშინ მოთხოვნა ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვნად მაღალი იქნება, ვიდრე მიწოდება. აღნიშნულის შესახებ იუწყება Bloomberg, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ყოველთვიური ანგარიშზე დაყრდნობით. გამოცემა წერს, რომ საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის უთანხმოების გამო, მომდევნო თვეში წარმოების მოცულობა არ ...

Read More »

აზერბაიჯანმა 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით 6%-ით მეტი ბუნებრივი აირი აწარმოა

2020 წელს აზერბაიჯანმა 25.8 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა. აღნიშნული მაჩვენებელი 6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემებზე. მთლიანობაში, 2020 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის რეზერვების საერთო რაოდენობა 2.5 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. BP-ის მსოფლიო ენერგეტიკის ყოველწლიური სტატისტიკური მიმოხილვის თანახმად, 2020 წლის ბოლოსათვის მსოფლიო ბუნებრივი აირის მარაგი 188.1 ტრილიონ კუბურ მეტრს უტოლდება. აზერბაიჯანზე კი მთელი მოცულობის 1.3 პროცენტი მოდის. BP-ის ...

Read More »

OPEC 2021-2022 წლებში ნავთობზე მოთხოვნის ზრდას მოელის

ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) პროგნოზირებს, რომ ნავთობზე გლობალური მოთხოვნა 2021-2022 წლებში გაიზრდება. OPEC-ის პროგნოზით, 2021 წელს ზედიზედ მესამე თვეა ნავთობზე მოთხოვნა დღეში 6 მილიონი ბარელით იზრდება და 2022 წელს მოთხოვნის ზრდა 3,3 მილიონი ბარელით არის მოსალოდნელი. 2022 წლის მეორე ნახევარში ნავთობზე მთლიანი მოთხოვნა  საშუალოდ დღეში 99,86 მლნ ბარელი იქნება.

Read More »

აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება 4%-ით შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის იანვარ-ივნისის თვეებში აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ გაზის კონდენსატთან ერთად შეადგინა 17 მილიონი 176.8 ათასი ტონა, რაც 4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისის თვეებში აზერბაიჯანში გაზის მოპოვებამ შეადგინა 20 მილიარდ 355,3 მილიონი კუბური მეტრი (ზრდა 5,1%). 2020 წელს აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ გაზის კონდენსატთან ერთად  შეადგინა 34 მილიონი ...

Read More »