აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება 4%-ით შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის იანვარ-ივნისის თვეებში აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ გაზის კონდენსატთან ერთად შეადგინა 17 მილიონი 176.8 ათასი ტონა, რაც 4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით,

სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისის თვეებში აზერბაიჯანში გაზის მოპოვებამ შეადგინა 20 მილიარდ 355,3 მილიონი კუბური მეტრი (ზრდა 5,1%).

2020 წელს აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ გაზის კონდენსატთან ერთად  შეადგინა 34 მილიონი 585,4 ათასი ტონა, ხოლო გაზის – 36 მილიარდ 713,3 მილიონი კუბური მეტრი.

Leave a Reply