Tag Archives: #ევროკავშირი

ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების ენერგომომარაგების ალტერნატიულ გზებზე მსჯელობენ

დღეს, 2 მაისს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ენერგეტიკის მინისტრები ენერგომომარაგების ალტერნატიულ გზებზე ერთობლივად მსჯელობენ. ენერგეტიკულმა გიგანტმა ,,გაზპრომმა” გასულ კვირას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა პოლონეთსა და ბულგარეთს, რომლებიც გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე უარს ამბობენ. კრემლს სურს, რუსული ვალუტით მოხდეს ანგარიშსწორება, რათა შეამციროს დასავლეთის იმ სანქციების გავლენა, რომლებიც ასობით მილიარდი დოლარის რუსული აქტივების გაყინვას ისახავს მიზნად. ევროკავშირმა მოსკოვი შანტაჟში დაადანაშაულა, თუმცა ეძებს გზებს, ...

Read More »

ევროკომისიამ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან შეიძლება გაათავისუფლოს

ვროკომისიამ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან შეიძლება გაათავისუფლოს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა. მოსალოდნელია, რომ ევროკომისია სამშაბათს დაასრულებს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომელიც მოიცავს რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვას, რადგან ნავთობის ექსპორტი მოსკოვის შემოსავლის მთავარი წყაროა. უნგრეთმა, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, არაერთხელ განაცხადა, რომ არ მოაწერს ხელს სანქციებს ენერგეტიკის სფეროში. სლოვაკეთი ასევე ...

Read More »
ქვეყნები, სადაც განახლებადი ენერგიის სექტორი მზარდია

ევროკომისია 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წილის სამიზნეს ზრდის

45%-იან განახლებად მიზანს უკვე აქვს ევროკავშირის ასამბლეის წამყვანი მომლაპარაკებლისა და განახლებადი ინდუსტრიული ჯგუფ SolarPower Europe-ის მხარდაჭერა. ევროკომისიის ახალი მიზნის განხორციელება ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებსა და ევროპარლამენტზეა დამოკიდებული. სწორედ ეს ჯგუფები აწარმოებენ მოლაპარაკებებს კლიმატური ცვლილებების კანონების ფარგლებში, განახლებადი მიზნების მიღწევისა და ევროკავშირის ემისიების სწრაფად შემცირების საკითხში. 2020 წელს ევროკავშირის მიერ გამოყენებული მზის, ქარისა და ბიომასის ანუ განახლებადი ენერგიის წილმა 22% შეადგინა. სუფთა ...

Read More »

ზელენსკი – სანქციების მეექვსე პაკეტი ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა სანქციების მე-6 პაკეტზე ისაუბრა, რომელიც ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს. „ურსულა ფონ დერ ლაიენს ვესაუბრე. მადლობა გადავუხადე ევროკომისიას უკრაინულ სამრეწველო საქონელსა და საკვებ ტარიფებზე კვოტების გაუქმებისთვის. განვიხილეთ შემდგომი მხარდაჭერა. ევროკომისიის პრეზიდენტმა სანქციების მე-6 პაკეტზე ისაუბრა, რომელიც ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

Read More »

ევროკომოსიის პრეზიდენტი – პოლონეთი და ბულგარეთი ბუნებრივ აირს ევროკავშირის წევრი მეზობლებისგან მიიღებენ

პოლონეთი და ბულგარეთი, რომლებსაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა, ბუნებრივ აირს ევროკავშირის წევრი მეზობლებისგან იღებენ. – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ავრცელებს. მისივე თქმით, გაზის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას კრემლის კიდევ ერთი პროვოკაციაა. “პირველ რიგში, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ გაზპრომის გადაწყვეტილებამ უმცირესი შესაძლო გავლენა იქონიოს ევროპელ მომხმარებლებზე. დღეს წევრი ქვეყნები გაზის საკოორდინაციო ჯგუფის ფორმატში შეხვდნენ. პოლონეთმა და ბულგარეთმა მოგვაწოდეს ...

Read More »

ბერბოკი: თუ ჩვენ რუსული წიაღისეულის იმპორტზე ბოლომდე უარის თქმა გვსურს, ეს ნაბიჯი სამუდამო უნდა იყოს

თუ ჩვენ რუსული წიაღისეულის იმპორტზე ბოლომდე უარის თქმა გვსურს, ეს ნაბიჯი სამუდამო უნდა იყოს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ლიეტუველ კოლეგასთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან პარასკევს ვილნიუსში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბურბოკმა გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში გერმანიამ რუსეთის ენერგეტიკული რესურსების შესყიდვაზე უარის თქმის მზადყოფნა გამოთქვა. „უკვე მომზადებულია ეტაპობრივი გეგმა რუსული ნახშირის შეძენაზე უარის თქმის შესახებ. არსებობს ...

Read More »

ევროკომისია ნავთობის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო შემდგომ სანქციებზე მუშაობს

ევროკომისია აცხადებს, რომ ნამდვილად მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო შემდგომ სანქციებზე ნავთობის სფეროში. ევროკომისიის მთავარი სპიკერი, ერიკ მამერი აცხადებს, რომ ამ დროისთვის მას არ შეუძლია დამატებითი დეტალების დასახელება. ევროკავშირმა ამ დრომდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ხუთი პაკეტი დაამტკიცა, თუმცა გაურკვეველია, იქნება თუ არა სანქციების მეექვსე პაკეტი და თუ იქნება, როდის. მანამდე საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე რუსულ ნავთობზე ემბარგოს ...

Read More »

ეგვიპტე ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება

იტალიურმა Eni-მ ხელი მოაწერა შეთანხმებას ეგვიპტეში გაზის მოპოვების გაზრდისა და ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდების გაზრდის შესახებ. ამის შესახებ Reuters წერს. Eni-მ, რომელმაც აღმოაჩინა ეგვიპტის სუპერგიგანტური გაზის საბადო Zohr 2015 წელს, განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას ეგვიპტის ბუნებრივი გაზის ჰოლდინგ კომპანიასთან (EGAS) გაზარდოს გაზის წარმოება და გაზარდოს საძიებო სამუშაოები არსებულ და ახალ საბადოებზე. ამით ევროპა აძლიერებს ძალისხმევას გაზის იმპორტის ალტერნატიული ...

Read More »

ლიეტუვის პრეზიდენტი ევროკავშირს მიმართავს: დააწესეთ სრული ემბარგო რუსულ გაზსა და ნავთობზე

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები, მათ შორის გაზისა და ნავთობის ემბარგო, ისევე როგორც სანქციები ყველა რუსული ბანკის წინააღმდეგ, დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს. განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. “ბუნებრივი აირისა და ნავთობის სრული ემბარგო, სანქციები ყველა რუსული ბანკის ახლავე უნდა დაუწესდეს. ვერ მოვიცდით ერთ-ორ წელს. უკრაინელები ყოველდღე იტანჯებიან და კვდებიან, ქალები, ბავშვები, მოხუცები. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ პუტინის ომის დაფინანსება”, – განაცხადა ნაუსედამ. მან ასევე იმედი ...

Read More »

იტალია რუსულ ენერგიაზე ემბარგოს ვეტოს არ დაადებს, თუ EU ფასებზე ზედა ზღვარს დააწესებს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ CNN-თან საუბრის დროს აღნიშნა, რომ იტალია ნავთობისა და გაზის ფასების გაზრდის მიუხედავად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. “ამ ეტაპზე ენერგიის ღირებულება ჩვენი პირველი საზრუნავია. იტალია რუსულ ენერგიაზე ემბარგოს ვეტოს არ დაადებს. […] არსებობენ კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიაში 400%-ით მეტს იხდიან. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის სპეკულაცია, რასაც ენერგიის ფასზე ზედა ზღვრის დაწესება იწვევს. ჩვენ ამის მიღწევას ევროპული ენერგო ...

Read More »