პოლონეთი და ბულგარეთი, რომლებსაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა, ბუნებრივ აირს ევროკავშირის წევრი მეზობლებისგან იღებენ. – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ავრცელებს.
მისივე თქმით, გაზის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას კრემლის კიდევ ერთი პროვოკაციაა.
“პირველ რიგში, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ გაზპრომის გადაწყვეტილებამ უმცირესი შესაძლო გავლენა იქონიოს ევროპელ მომხმარებლებზე. დღეს წევრი ქვეყნები გაზის საკოორდინაციო ჯგუფის ფორმატში შეხვდნენ. პოლონეთმა და ბულგარეთმა მოგვაწოდეს ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. როგორც პოლონეთი, ასევე ბულგარეთი ახლა გაზს ევროკავშირს წევრი მეზობლებისგან იღებენ”. – თქვა ლეიენმა.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა ენერგოგიგანტმა, გაზპრომმა პოლონეთსა და ბულგარეთის გაზის მიწოდება 27 აპრილს შეუწყვიტა.